მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სახელმწიფო საწარმო დასეტყვილ ყურძენს დღეიდან ჩაიბარებს

6128c7c3edfd7
თელარა გელანტია
27.08.21 15:10
1572
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილის დავალებით, სახელმწიფო საწარმო შპს "მოსავლის მართვის კომპანია" დღეიდან მზად არის, სეტყვით დაზიანებული ყურძნის მიღება-გადამუშავებისთვის.

ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

საქმე ის არის, რომ გუშინ ძლიერმა სეტყვამ და ქარმა, კახეთის რეგიონში, ყვარლის, თელავის და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში 4600 ჰექტარი ვენახი დააზიანა.

„როგორც რთველის საკოორდინაციო შტაბში დღეს გამართულ თათბირზე აღინიშნა, ყველა რესურსი იქნება მობილიზებული იმისთვის, რომ დაზარალებულმა მევენახეებმა შეუფერხებლად შეძლონ მოსავლის დაბინავება. დასეტყვილი ყურძნის დაბინავება თელავში, გურჯაანსა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში უკვე შესაძლებელია“, - ნათქვამია გავრცელებულ რელიზში.

"ბიუჯეტში გამოყოფილია 100 მლნ ლარი" - დავითაშვილი რთველის სუბსიდირებაზე