მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სახელმწიფო საწარმომ 1200 ტონამდე სეტყვით დაზიანებული ყურძენი გადაამუშავა - სააგენტო

612b4ac545ad0
თელარა გელანტია
29.08.21 12:51
724
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სტიქიის შედეგად დაზიანებული ყურძნის ჩაბარება შეუფერხებლად მიმდინარეობს.

29 აგვისტოს მონაცემებით, სახელმწიფო საწარმო „მოსავლის მართვის კომპანიამ“ 1200 ტონამდე სეტყვით დაზიანებული ყურძენი გადაამუშავა.

შეგახსენებთ, 26 აგვისტოს მოსულმა ძლიერმა სეტყვამ და ქარმა, გურჯაანის, თელავისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში 4600 ჰა ფართობის ვენახები დააზიანა.

სახელმწიფო ღვინის საწარმომ ყურძნის მიღება სტიქიიდან მეორე დღესვე, კახეთის რეგიონის დაზარალებულ მუნიციპალიტეტებში 3 ლოკაციაზე დაიწყო.

სეტყვის შედეგად დაზიანებული ყურძნის ჩაბარებას მევენახეები 3 სექტემბრის ჩათვლით შეძლებენ: 1 კგ რქაწითელს 0,80 ლარად და 1 კგ საფერავს - 1 ლარად.

ყურძენი ღვინის საწარმოებს უკვე 300-მდე მევენახემ ჩააბარა.

ამასთან, მთავრობის გადაწყვეტილებით, მევენახეები, რომელთაც სეტყვამ 100%-ით გაუნადგურა მოსავალი, ერთჯერადი კომპენსაციის სახით, თითოეულ ჰექტარზე 3000 ლარს მიიღებენ.