მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სახელმწიფო უნდა ჩაერიოს იმ დარგების განვითარებაში, რომელიც უგუნურებით დავანგრიეთ - ღარიბაშვილი

6033a9b94d53c
ინგა მურუსიძე
22.02.21 16:55
854
სახელმწიფო უნდა ჩაერიოს ისეთი დარგების განვითარებაში, რომელიც უგუნურებით დავანგრიეთ, - განცხადება ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა.

მისი თქმით, ასეთი დარგებია სოფლის მეურნეობა, ადგილობრივი წარმოება და ა.შ. მომავალ პრემიერს მიაჩნია, რომ არ შეიძლება დამოკიდებული ვიყოთ მხოლოდ იმპორტირებულ საქონელზე.

„ჩვენ გვაქვს უნარი თავად ვაწარმოოთ სოფლის მეურნეობის პროდუქტები და სხვა პროდუქტებიც. ჩვენ ვიყავით ქვეყანა, რომელიც ყველაზე მაღალ ტექნოლოგიურ საწარმოს ამუშავებდა. ყველა ქვეყანას არ შეუძლია თვითმფრინავების წარმოება. შეიძლება ეს წარსულია, მაგრამ არც თუ ისე შორეული, რადგან ეს არის კარგი მაგალითი თუ სად ვიყავით, რა გვქონდა და ჩვენივე ხელებით როგორ მავნებლურად მოვექეცით აღნიშნულ საწარმოს. ასეთი მაგალითი უამრავია და ყველაფერს სჭირდება გადახედვა. სხვა გამოსავალს მე ვერ ვხედავ. ასე მდორედ გაგრძელება არ შეიძლება. გვაქვს გამონათებები, თუმცა ეს არ არის საკმარისი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.