მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქართველოში სეტყვისა და ყინვის საწინააღმდეგო ტექნოლოგიები დაინერგა" - ირაკლი ერაძე

649857d618a90
თინათინ ნატმელაძე
25.06.23 20:10
2830
საქართველო იმ ქვეყნების სიაშია, სადაც ესპანური კომპანია Spag Group-ის მიერ შექმნილი, სეტყვისა და ყინვის საწინააღმდეგო ტექნოლოგიები დაინერგა, - ამის შესახებ გადაცემა "ანალიტიკას" ეთერში Сvig Agro-ს მმართველმა პარტნიორმა, ირაკლი ერაძემ ისაუბრა.

მისივე თქმით, საქართველო მსოფლიოში 29-ე ქვეყანაა, სადაც ეს ტექნოლოგიები დაინერგა და ამ ეტაპზე ძირითადი აქცენტი სეტყვაზეა გაკეთებული, რადგან ის თავისი ფინანსური ზარალიდან გამომდინარე როგორც ფერმერებისთვის, ისე მოსახლეობისა და ხელისუფლებისთვისაც დიდი გამოწვევაა.

"ეს ტექნოლოგიები სხვა ტექნოლოგიებისგან განსხვავდება, ეს არ არის ახალი გამოგონილი, საკმაოდ ძველია, თუმცა ჩვენთვისაა სიახლე. მისი ხმოვანი სიგნალების მეშვეობით შესაძლებელია ყინულის ბურთულების ლღობა და მისი ნალექად გადაქცევა, გარდა ამისა ამ მოწყობილობებს სჭირდებათ რადარული მომსახურება, ეს კიდევ სხვა თემაა და ამერიკულ კომპანიასთან ვთანამშრომლობთ, რომელიც დაგვეხმარება იმ მდგომარეობას მივაღწიოთ, რომ სოფელშიც და ქალაქშიც მოსალოდნელი სეტყვის შესახებ წინასწარ გაფრთხილება იქნება შესაძლებელი", - ამბობს ირაკლი ერაძე.

Cvig Agro-ს მმართველი პარტნიორი იმასაც ამბობს, რომ საქართველოში რამდენიმე ფერმერი უკვე იყენებს აღნიშნულ ტექნოლოგიას, ბევრიც დაინტერესებულია და მათი საბოლოო მიზანი ისეთი გარემოს შექმნაა, სადაც სეტყვისგან გამოწვეული ზარალი მინიმუმადე იქნება დაყვანილი. პირველ ეტაპზე კი აქცენტი კახეთის რეგიონსა და მევენახეობაზე კეთდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები