მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სახელმწიფო ვალი მშპ-ის 60%-დან 50%-მდე შემცირდა - ფინანსთა მინისტრი

61dbf2225d2c7
შოთა ტყეშელაშვილი
10.01.22 12:47
644
2021 წელს საქართველოს სახელმწიფო ვალი მკვეთრად შემცირდა. ფინანსთა მინისტრის განცხადებით, თუკი 2021 წლის დასაწყისში ვალი მშპ-ის 60%-ზე იყო პროგნოზირებული, 2021 წლის ბოლოსთვის მან მშპ-ის 50% შეადგინა. 

"2021 წელს საქართველოს მშპ იყო 59.6 მილიარდი, 6 მილიარდით მეტი იყო ეკონომიკა, ვიდრე იყო 2020 წლის ბოლოს დაგეგმილი, ხოლო 2020 წელთან შედარებით ეკონომიკა 10 მილიარდი ლარით გაიზარდა.ფისკალური პარამეტრებიდან, 2020 წელს არსებული ვალი, რაც მშპ-ის 60%-ზე იყო შემცირდა 10 პპ-ით 50%-მდე. ასევე შემცირდა საბიუჯეტი დეფიციტიც, რომელიც წლის დასაწყისში დაგეგმილი იყო 7.6%-ზე და შემცირდა 6.1%-მდე", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.

სახელმწიფო ვალის მშპ-სთან ფარდობის 10 პროცენტული პუნქტით შემცირება ორმა ფაქტორმა განაპირობა. პირველი იყო მშპ-ს მოსალოდნელზე მაღალი ზრდა, რამაც მშპ-ს ზომა 59.6 მილიარდამდე გაზარდა. მეორე ფაქტორი კი დოლართან და ევროსთან მიმართებით ლარის კურსის გამყარება იყო. თითქმის 10%-იანი გამყარების შედეგად, საგარეო ვალის ლარში გამოსახული ნაშთი შემცირდა. ამ ფაქტორებმა კი სახელმწიფო ვალის მოცულობა 50%-მდე შეამცირეს.

2022 წლის ბიუჯეტის მიხედვით, სახელმწიფო ვალის მშპ-სთან ფარდობა 51.1%-ზე არის დაგეგმილი.