მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელი დონორებისგან აიღებს მთავრობა ₾2 მილიარდის საგარეო ვალებს - ჩამონათვალი

დოლარი ევრო

2024 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტის მიხედვით, საქართველოს მთავრობა 2 მილიარდი ლარის ახალი საგარეო ვალების მოზიდვას გეგმავს, რაც არსებული კურსით 743 მილიონი დოლარის ტოლია. საგარეო ვალების აღება 2023 წელთან შედარებით 247 მილიონი ლარით, ანუ 92 მილიონი დოლარით ნაკლებია. 

საგარეო კრედიტების უდიდესი ნაწილი ქვეყანაში მიმდინარე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებას მოხმარდება. საუბარია ჩრდილოეთ-სამხრეთის და აღმოსავლეთ დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობაზე. ყველაზე დიდი მოცულობის ახალი სესხების აღება აზიის განვითარების ბანკისგან, მსოფლიო ბანკისგან, EBRD-იდან და EIB-იდან იგეგმება.

საკრედიტო პროგრამების ჩამონათვალი ასეთია:

  • ჩრდილოეთ-სამხრეთ დერეფნის (ქვეშეთი-კობი) გზა (EBRD, ADB) - 235 მილიონი ლარი;
  • აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მოდერნიზაცია-მშენებლობა სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთზე (EIB, EU) - 100 მილიონი ლარი;
  • კახეთის სატრანსპორტო კავშირის გაუმჯობესების პროექტი (WB) - 93 მილიონი ლარი;
  • თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის შორაპანი არგვეთას მონაკვეთის რეკონსტრუქცია-მშენებლობა (ADB) - 93 მილიონი ლარი;
  • ინოვაციის, ინკლუზიურობის და ხარისხის პროექტი - საქართველო I2Q (WB) - 90 მილიონი ლარი;
  • აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის დერეფნის გაუმჯობესების პროექტი (ზემო ოსიაური-რიკოთი) (EIB, WB) - 80 მილიონი ლარი;
  • თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთის რეკონსტრუქცია-მშენებლობა (EIB, WB) - 75 მილიონი ლარი;
  • საქართველოს მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების დახმარებისა და აღდგენის პროექტი (WB) - 72 მილიონი ლარი;
  • საცხოვრებლად ვარგისი ქალაქების საინვესტიციო პროგრამა (ADB) - 63 მილიონი ლარი;
  • Log-In Georgia (WB, EIB) - 50 მილიონი ლარი;
  • COVID-19-თან დაკავშირებული ჯანდაცვის სფეროს ღონისძიებების დაფინანსება (EIB) - 40 მილიონი ლარი;
  • ურბანული მომსახურების გაუმჯობესების პროგრამა (წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორი) (ADB) - 40 მილიონი ლარი;
  • იმერეთის და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში კომუნალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება (KfW) - 38 მილიონი ლარი;
  • ქ. ბათუმის ახალი შემოვლითი გზა (ADB, AIIB) - 37 მილიონი ლარი;
  • 500 კვ ეგხ "წყალტუბო-ახალციხე-თორთუმი" (EU-NIF, KfW) - 35 მილიონი ლარი;
  • რეგიონალური განვითარების პროექტი III (მცხეთა-მთიანეთი და სამცხე-ჯავახეთი) (WB) - 33 მილიონი ლარი;
  • ქუთაისის წყალარინების პროექტი (EPTATF, EIB) - 31 მილიონი ლარი;
  • თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის ბაკურციხე-წნორის მონაკვეთის მშენებლობა (ADB) - 30 მილიონი ლარი;
  • რეგიონალური და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტი II (WB, WB-TF) - 24 მილიონი ლარი;
  • მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამა II (KfW) - 24 მილიონი ლარი;
  • 500 კვ ეგხ ჯვარი-წყალტუბო (WB) - 21 მილიონი ლარი;
  • პროფესიული განათლების პროგრამა 1 (KfW) - 18 მილიონი ლარი;
  • ბათუმი (ანგისა) - ახალციხის საავტომობილო გზის ხულო-ზარზმის მონაკვეთის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია (Kuwait Fund) - 18 მილიონი ლარი;
  • თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის უბისა შორაპანის მონაკვეთის რეკონსტრუქცია-მშენებლობა (EIB) - 18 მილიონი ლარი;
  • სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის კმ48-კმ64 გრიგოლეთი-ჩოლოქის მონაკვეთის მშენებლობა (EIB) - 17 მილიონი ლარი;
  • გურიის ელგადაცემის ხაზების ინფრასტრუქტურის გაძლიერება (KfW, EU-NIF) - 16 მილიონი ლარი;
  • თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ხევი უბისას მონაკვეთის რეკონსტრუქცია - მშენებლობა (ADB, EIB) - 15 მილიონი ლარი;
  • აჭარის სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამა, საქართველო (EU, KfW) - 13 მილიონი ლარი;
  • ხელედულა-ლაჯანური-ონი (KfW) - 13 მილიონი ლარი;
  • დარგობრივი სესხი განათლების სექტორისთვის (ADB) - 12 მილიონი ლარი;
  • ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროექტი (WB) - 11 მილიონი ლარი;
  • მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის პროგრამა (DiMMA) (IFAD) - 11 მილიონი ლარი;
  • ქალაქ ხაშურის და მიმდებარე დასახლებების წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მომსახურების გაუმჯობესება (AFD, EU) - 11 მილიონი ლარი;
  • ჩრდილოეთის რგოლი (EBRD), ნამახვანი - წყალტუბო - ლაჯანური (KfW, EBRD, EU-NIF) - 11 მილიონი ლარი;
  • მდგრადი ურბანული მობილობა (KfW) - 10 მილიონი ლარი;
  • ბათუმის მუნიციპალური ინფრასტრუქტურა (ფაზა V) (KfW) - 10 მილიონი ლარი;
  • თბილისის მყარი ნარჩენების მართვის პროექტი (EBRD) - 10 მილიონი ლარი;
  • ქვემო ქართლის მყარი ნარჩენების პროექტი (EBRD, SIDA) - 7 მილიონი ლარი;
  • ვარდნილისა და ენგურის ჰიდროელექტროსადგურების რეაბილიტაციის პროექტი (EBRD, EIB, EU) - 5 მილიონი ლარი;
  • აჭარის მყარი ნარჩენების პროექტი (SIDA, EBRD) - 5 მილიონი ლარი;
  • თბილისის მუნიციპალური მომსახურების პროექტი (EBRD) - 5 მილიონი ლარი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები