ფინანსთა სამინისტრომ 2024 წლის აგვისტოს მდგომარეობით საქართველოს საგარეო ვალის ამსახველი სტატისტიკა გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა დოლარებში 8.98 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 420 მილიონი დოლარით მეტია. ლარებში საგარეო ვალი წლიურად 1.67 მილიარდი ლარით გაიზარდა და ის ამჟამად ₾24.19 მილიარდს შეადგენს.
საქართველოს საგარეო ვალში პირველ ადგილზე აზიის განვითარების ბანკის კრედიტია, რომლებიც ქვეყანამ უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებისთვის აიღო. მეორე ადგილზეა მსოფლიო ბანკის ჯგუფი, რომლის კრედიტებიც ასევე ძირითადად ინფრასტრუქტურულ პროექტებს ხმარდება. მესამე ადგილზეა ევროპის საინვესტიციო ბანკი.
ვისი ვალი აქვს საქართველოს - სტატისტიკა:
ფინანსური ინსტიტუტი/ქვეყანა | ვალის მოცულობა მლნ დოლარი |
აზიის განვითარების ბანკი (ADB) | $2,360 |
მსოფლიო ბანკი | $2,170 |
ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) | $1,140 |
საფრანგეთი | $813 |
გერმანია | $610 |
ევრობონდი | $500 |
ეროვნული ბანკის ვალი სავალუტო ფონდის მიმართ | $383 |
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) | $224 |
აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB) | $218 |
მთავრობის ვალი სავალუტო ფონდის მიმართ | $198 |
ევროკავშირი (EU) | $147 |
იაპონია | $131 |
სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი (IFAD) | $37 |
ევროსაბჭოს განვითარების ბანკი (CEB) | $16 |
ავსტრია | $12 |
ქუვეითი | $11 |
რუსეთი | $7.9 |
ამერიკის შეერთებული შტატები | $7.8 |
თურქეთი | $2.2 |
სკანდინავიური გარემოსდაცვის საფინანსო კორპორაცია (NEFCO) | $1.9 |
ყაზახეთი | $1.3 |
აზერბაიჯანი | $1.2 |
სომხეთი | $1.0 |
ირანი | $0.8 |