ფინანსთა სამინისტრომ პარლამენტს 2025 წლის ბიუჯეტის საბოლოო პროექტი წარუდგინა, რომლის მიხედვითაც დაკორექტირებულია უცხოური კრედიტების მოცულობა. ბიუჯეტის წინა პროექტით 2025 წელს 1.98 მილიარდი ლარის ღირებულების საგარეო სესხების აღება იგეგმებოდა, თუმცა განახლებული პროექტით ვალების გეგმა 159 მილიონი ლარით, 1.82 მილიარდ ლარამდე არის შემცირებული.
ბიუჯეტის თანახმად, საკრედიტო დაფინანსების ცვლილება დაკავშირებულია მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსების ცვლილებასთან, იქიდან გამომდინარე, რომ თავად ამ კრედიტებში ცვლილებების შესახებ დონორ ორგანიზაციებს განცხადებები არ გაუკეთებიათ, 2025 წლისთვის გათვალისწინებული თანხების ცვლილება შესაძლოა დაკავშირებული იყოს ამ პროექტების განვითარების გრაფიკების ცვლილებასთან, რასთან დაკავშირებითაც BMG კითხვით ფინანსთა და ინფრასტრუქტურის სამინისტროებს მიმართავს. მათ შორის ცვლილებები დაკავშირებულია ქვეშეთი-კობის გზის დაფინანსების 50 მილიონი ლარით, 135 მილიონ ლარამდე შემცირებასთან, ასევე კახეთის საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების პროექტის 40 მილიონი ლარით, 60 მილიონ ლარამდე მცირდება.
რაც შეეხება შიდა ვალების მობილიზების გეგმას, ის უცვლელია და კვლავ 1.6 მილიარდ ლარზე არის დაგეგმილი.
დასახელება | 2025 წლის საბოლოო პროექტი (ლარი) | სხვაობა წინა წარდგენასთან (ლარი) |
ჩრდილოეთ-სამხრეთ დერეფნის (ქვეშეთი-კობი) გზა (EBRD, ADB) | 135,000,000 | -50,000,000 |
თბილისი-წითელი ხიდის (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ22-კმ57 რუსთავი-წითელი ხიდის მონაკვეთის მშენებლობა (EIB) | 100,000,000 | 0 |
იმერეთის და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში კომუნალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება (KfW) | 62,750,000 | -6,800,000 |
საქართველოს მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების დახმარებისა და აღდგენის პროექტი (WB) | 61,000,000 | 0 |
ალგეთი-სადახლოს საავტომობილო გზის მშენებლობა-მოდერნიზაცია (EIB) | 60,000,000 | 0 |
კახეთის სატრანსპორტო კავშირის გაუმჯობესების პროექტი (WB) | 60,000,000 | -40,000,000 |
ინოვაციის, ინკლუზიურობის და ხარისხის პროექტი - საქართველო I2Q (WB) | 55,500,000 | -25,000,000 |
Log-In Georgia (WB, EIB) | 50,000,000 | 0 |
ქუთაისის წყალარინების პროექტი (EIB, EPTATF) | 48,000,000 | -4,500,000 |
თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთის რეკონსტრუქცია-მშენებლობა (WB, EIB) | 40,000,000 | 0 |
საქართველოს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განახლების პროექტი (EIB) | 38,000,000 | 0 |
საცხოვრებლად ვარგისი ქალაქების საინვესტიციო პროგრამა (ADB) | 37,300,000 | 6,000,000 |
აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის დერეფნის გაუმჯობესების პროექტი (ზემო ოსიაური-რიკოთი) (WB, EIB) | 35,000,000 | 0 |
თბილისის მეტროს მოდერნიზაციის პროგრამა (მოძრავი შემადგენლობის განახლება) (AIIB) | 30,000,000 | 0 |
შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი ხაზის პროექტი (WB) | 25,000,000 | 0 |
მდგრადი ურბანული მობილობა (KfW) | 24,000,000 | 0 |
მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამა II (KfW) | 23,500,000 | -5,975,000 |
საქართველოს მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციისა და მიწის პროექტი (WB) | 21,400,000 | -6,550,000 |
გურიის ელგადაცემის ხაზების ინფრასტრუქტურის გაძლიერება (KfW, EU-NIF) | 21,000,000 | 0 |
500 კვ ეგხ ჯვარი-წყალტუბო (WB) | 20,600,000 | 0 |
ქალაქ ხაშურის და მიმდებარე დასახლებების წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მომსახურების გაუმჯობესება (AFD, EU) | 20,000,000 | -5,000,000 |
ენერგეტიკის სექტორის ღია პროგრამა (KfW) | 17,000,000 | 0 |
ხელედულა-ლაჯანური-ონი (KfW) | 17,000,000 | 0 |
ჩრდილოეთის რგოლი (EBRD), ნამახვანი - წყალტუბო - ლაჯანური (EBRD, EU-NIF, KfW) | 16,500,000 | 0 |
ვარდნილისა და ენგურის ჰიდროელექტროსადგურების რეაბილიტაციის პროექტი (EIB, EU, EBRD) | 16,000,000 | 1,000,000 |
დარგობრივი სესხი განათლების სექტორისთვის (ADB) | 16,000,000 | 0 |
პროფესიული განათლების პროგრამა 1 (KfW) | 15,750,000 | 0 |
500 კვ ეგხ "წყალტუბო-ახალციხე-თორთუმი" (KfW, EU-NIF) | 14,600,000 | 0 |
აჭარის სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამა, საქართველო (KfW, EU) | 13,000,000 | 0 |
თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის შორაპანი არგვეთას მონაკვეთის რეკონსტრუქცია-მშენებლობა (ADB) | 13,000,000 | -15,000,000 |
თბილისის მყარი ნარჩენების მართვის პროექტი (EBRD) | 13,000,000 | 0 |
საქართველოში სარწყავი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამა (ADB, AFD, EIB) | 12,500,000 | -2,500,000 |
ქ. ბათუმის ახალი შემოვლითი გზა (ADB, AIIB) | 12,000,000 | -5,000,000 |
ქვემო ქართლის მყარი ნარჩენების პროექტი (EBRD, SIDA) | 12,000,000 | -3,500,000 |
დარგობრივი სესხი წყლის სექტორისთვის (AFD, ADB) | 10,000,000 | -5,000,000 |
ბათუმის მუნიციპალური ინფრასტრუქტურა (ფაზა V) (KfW) | 9,500,000 | 0 |
თბილისის მუნიციპალური მომსახურების პროექტი (EBRD) | 8,500,000 | 0 |
მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის პროგრამა (DiMMA) (IFAD) | 8,250,000 | 0 |
თბილისის ავტობუსების პროექტი (ფაზა II-გაზი) (EBRD) | 8,000,000 | 0 |
საქართველოს მთიან რეგიონებში საჯარო სკოლების რეაბილიტაცია და ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება (E5P, NEFCO) | 8,000,000 | 0 |
აჭარის მყარი ნარჩენების პროექტი (SIDA, EBRD) | 5,000,000 | 0 |
თბილისის მეტროს მოდერნიზაციის პროექტი (EBRD) | 3,700,000 | 0 |