2026 წელს საქართველოს მთავრობა 3.4 მილიარდი ლარის საგარეო კრედიტების აღებას გეგმავს. ამ თანხიდან 1.37 მილიარდი ლარი ($500 მლნ დოლარი) ევრობონდის რეფინანსირებაზე მოდის, 2 მილიარდი ლარი კი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან კონკრეტული პროექტების დასაფინანსებლად მოზიდული თანხები იქნება. მომდევნო წელს ყველაზე მეტ კრედიტს მთავრობა კვლავ აზიის განვითარების ბანკისგან აიღებს.
შედარებისთვის, 2025 წელს საგარეო ვალების აღების მოცულობა 1.82 მილიარდი ლარია, შესაბამისად მომდევნო წელს ვალების მოცულობა 1.6 მილიარდი ლარით იზრდება.
2026 წლის საკრედიტო პროგრამების ჩამონათვალი ასე ნაწილდება:
| დასახელება | 2026 წლის პროექტი |
| ევრობონდის რეფინანსირებით ვალდებულებების ზრდა | 1,370,000,000 |
| აზიის განვითარების ბანკი (ADB) – რკინიგზის სექტორის რეფორმის პროგრამა, ქვეპროგრამა 1 | 156,000,000 |
| აზიის განვითარების ბანკი (ADB) – ეკონომიკური სტაბილურობისა და სოციალური დაცვის ხელშეწყობის პროგრამა, ქვეპროგრამა 1 | 156,000,000 |
| ენერგიის შემნახველი და მწვანე წყალბადის აირის განვითარების პროექტი (ADB) | 120,000,000 |
| აზიის განვითარების ბანკი (ADB) – მეორადი განათლების სექტორის განვითარების პროგრამა | 108,000,000 |
| Log-In Georgia (WB, EIB) | 100,000,000 |
| აზიის განვითარების ბანკი (ADB) – წყალმომარაგება, წყალარინების პროგრამა | 93,000,000 |
| თბილისის მეტროს მოდერნიზაციის პროექტი (მოძრავი შემადგენლობის განახლება) (AIIB) | 83,000,000 |
| ჩრდილოეთ-სამხრეთ დერეფნის (ქვეშეთი-კობი) გზა (ADB, EBRD) | 80,000,000 |
| მსოფლიო ბანკიდან (WB) მისაღები სახსრები ადამიანური კაპიტალის პროგრამა | 77,000,000 |
| იმერეთის და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში კომუნალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება (KfW) | 70,600,000 |
| სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის ბათუმი(ჭოროხი)-სარფის მონაკვეთზე ახალი საავტომობილო გზის მშენებლობა (ADB) | 68,000,000 |
| ინოვაციის, ინკლუზიურობის და ხარისხის პროექტი - საქართველო I2Q (WB) | 57,800,000 |
| ალგეთი-სადახლოს საავტომობილო გზის მშენებლობა-მოდერნიზაცია (EIB) | 52,000,000 |
| საქართველოს მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების დახმარებისა და აღდგენის პროექტი (WB) | 52,000,000 |
| თბილისი-წითელი ხიდის (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ22-კმ57 რუსთავი-წითელი ხიდის მონაკვეთის მშენებლობა (EIB) | 48,300,000 |
| აჭარის სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამა, საქართველო (KfW, EU) | 45,000,000 |
| 500 კვ ეგხ "წყალტუბო-ახალციხე-თორთუმი" (EU-NIF, KfW) | 40,000,000 |
| კახეთის სატრანსპორტო კავშირის გაუმჯობესების პროექტი (WB) | 40,000,000 |
| ჩრდილოეთის რგოლი (EBRD), ნამახვანი - წყალტუბო - ლაჯანური (EU-NIF, EBRD, KfW) | 40,000,000 |
| ხელედულა-ლაჯანური-ონი (EU-NIF, KfW) | 40,000,000 |
| ქალაქ ხაშურის და მიმდებარე დასახლებების წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მომსახურების გაუმჯობესება (AFD, EU) | 38,400,000 |
| ქუთაისის წყალარინების პროექტი (EIB, EPTATF) | 37,200,000 |
| თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის ბადიაური-ჩალაუბნის მონაკვეთის მშენებლობა (WB) | 35,000,000 |
| ვარდნილისა და ენგურის ჰიდროელექტროსადგურების რეაბილიტაციის პროექტი (EBRD, EU, EIB) | 30,000,000 |
| საფრანგეთის განვითარების სააგენტოდან (AFD) მისაღები სახსრები ადამიანური კაპიტალის პროგრამა | 30,000,000 |
| საქართველოს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განახლების პროექტი (EIB) | 28,000,000 |
| საცხოვრებლად ვარგისი ქალაქების საინვესტიციო პროგრამა (ADB) | 27,750,000 |
| თბილისის ავტობუსების პროექტი (ფაზა II-გაზი) (EBRD) | 27,000,000 |
| ენერგეტიკის სექტორის ღია პროგრამა (KfW, EU-NIF) | 25,000,000 |
| შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი ხაზის პროექტი (WB) | 25,000,000 |
| ბათუმის მუნიციპალური ინფრასტრუქტურა (ფაზა V) (KfW) | 25,000,000 |
| 500 კვ ეგხ ჯვარი-წყალტუბო (WB) | 25,000,000 |
| მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამა II (KfW) | 19,500,000 |
| საქართველოს მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციისა და მიწის პროექტი (WB) | 17,800,000 |
| ქალაქ ხაშურის წყალარინების სისტემების მომსახურების გაუმჯობესება (AFD) | 16,500,000 |
| საქართველოში სარწყავი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამა (AFD, EIB, ADB) | 15,250,000 |
| პროფესიული განათლების პროგრამა 1 (KfW) | 12,900,000 |
| ქ. ბათუმის ახალი შემოვლითი გზა (ADB, AIIB) | 12,000,000 |
| დარგობრივი სესხი განათლების სექტორისთვის (ADB) | 11,500,000 |
| მდგრადი ურბანული მობილობა (KfW) | 10,000,000 |
| დარგობრივი სესხი წყლის სექტორისთვის (AFD, ADB) | 5,500,000 |
| აჭარის მყარი ნარჩენების პროექტი (E5P, EBRD, SIDA) | 5,000,000 |
| მწვანე და ინკლუზიური რეგიონული კარიბჭის განვითარება (ADB) | 5,000,000 |
| თბილისის ნარჩენების პოლიგონის გაზშემკრები სისტემის პროექტი (EBRD, E5P) | 5,000,000 |
| სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის კმ48-კმ64 გრიგოლეთი-ჩოლოქის მონაკვეთის მშენებლობა (EIB) | 4,200,000 |
| თბილისის ნარჩენების გადამუშავების პროექტი (EBRD) | 4,000,000 |
| გურიის ელგადაცემის ხაზების ინფრასტრუქტურის გაძლიერება (EU-NIF, KfW) | 4,000,000 |
| ენერგოეფექტურობა საჯარო შენობებში (KfW, EBRD) | 3,900,000 |
| თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის უბისა შორაპანის მონაკვეთის რეკონსტრუქცია-მშენებლობა (EIB) | 3,400,000 |
| მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის პროგრამა (DiMMA) (IFAD) | 2,400,000 |
| თბილისის მეტროს მოდერნიზაციის პროექტი (EBRD) | 2,000,000 |
| მდგრადი ურბანული განვითარება - ურბანული მობილობა ბათუმში (KfW) | 1,000,000 |
| ქვემო ქართლის მყარი ნარჩენების პროექტი (SIDA, EBRD) | 850,000 |




























