მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ვისი ვალი აქვს საქართველოს? - საგარეო ვალის სტატისტიკა

ევრო დოლარი

ფინანსთა სამინისტრომ 2025 წლის ივნისის მდგომარეობით სახელმწიფო ვალის ამსახველი ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, საქართველოს მთლიანი საგარეო სახელმწიფო ვალი 8.96 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაახლოებით 260 მილიონი დოლარით მეტია. ვალის ნაშთის ზრდის მთავარი ფაქტორი დაკავშირებულია კურსის ცვლილებასთან.

საქმე ისაა, რომ საქართველოს საგარეო ვალის 2/3-ზე მეტი ევროში არის დაფიქსირებული, თუმცა სტატისტიკის წარმოება ხდება აშშ დოლარებში, ბოლო 4 თვეში კი აშშ დოლარის ევროსთან მკვეთრი გაუფასურების ტენდენცია ნარჩუნდება, რის გამოც აშშ დოლარებში გამოსახული ვალის ნაშთი გაიზარდა.

რაც შეეხება იმას თუ რომელი ქვეყნის და ორგანიზაციის მიმართ მართებს სახელმწიფოს ყველაზე დიდი მოცულობის ვალი - ამ სიაში პირველ ადგილზეა აზიის განვითარების ბანკი, რომლის მიმართაც ვალი 2.37 მილიარდ დოლარს აღემატება. აღნიშნული განპირობებულია იმით, რომ ADB წარმოადგენს უმსხვილეს დონორს საქართველოს ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, რომლისთვისაც სახელმწიფოს მსხვილი საგარეო კრედიტები აქვს მოზიდული. მეორე ადგილზეა მსოფლიო ბანკის ჯგუფი 2.17 მილიარდი დოლარის ვალით, მესამეზე კი ევროპის საინვესტიციო ბანკი 1.1 მილიარდი დოლარით.

2025 წლის ივნისის მდგომარეობით საქართველოს საგარეო ვალის სტატისტიკა

კრედიტორი ვალის ნაშთი აშშ დოლარში
აზიის განვითარების ბანკი (ADB) $2,373,124,000
მსოფლიო ბანკის ჯგუფი $2,173,292,000
ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) $1,161,614,000
საფრანგეთი $823,928,000
გერმანია $585,880,000
ევრობონდი $500,000,000
საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალი IMF-ის მიმართ $362,241,000
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) $226,907,000
აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB) $220,556,000
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიმართ მთავრობის ვალი (IMF) $166,197,000
ევროკავშირი (EU) $150,687,000
იაპონია $127,518,000
სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი (IFAD) $37,829,000
ევროსაბჭოს განვითარების ბანკი (CEB) $15,794,000
ავსტრია $10,968,000
კუვეიტი $8,116,000
ამერიკის შეერთებული შტატები $5,902,000
სკანდინავიური გარემოსდაცვის საფინანსო კორპორაცია (NEFCO) $4,921,000
ჩინეთი $3,997,000
თურქეთი $1,139,000
ყაზახეთი $636,000
აზერბაიჯანი $585,000
სომხეთი $516,000
ირანი $427,000
უზბეკეთი $211,000
ნიდერლანდები $14,000

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები