ფინანსთა სამინისტრომ 30 ნოემბრის მდგომარეობით საქართველოს საგარეო ვალის ამსახველი სტატისტიკა გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ვალი 8.64 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც ოქტომბერთან შედარებით $190 მილიონით ნაკლებია. თუმცა ამ კლების მთავარი მიზეზი არა სახელმწიფოს მიერ ვალების გასტუმრება, არამედ ევროს გაუფასურება იყო.
საქმე ისაა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ ევრო აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა, თუკი 31 ოქტომბერს ერთი ევრო 1.0834 დოლარი ღირდა, 30 ნოემბერს ერთი ევროს ღირებულება 1.0559 დოლარს შეადგენდა, რაც 3%-იან გაუფასურებას წარმოადგენს. საქართველოს საგარეო ვალის 59% სწორედ ევროში არის ნომინირებული და მისი გაუფასურება საქართველოს მთლიანი საგარეო ვალის შემცირებაზე ახდენს გავლენას.
ვალუტების მიხედვით, საქართველოს საგარეო ვალის შემადგენლობა ასეთია: ევრო 59%; აშშ დოლარი 22%; SDR - 17%; სხვა ვალუტები (ძირითადად იაპონური იენი) - 1%.
რაც შეეხება კრედიტორების მიხედვით საგარეო ვალის მოცულობას, ის 2024 წლის 30 ნოემბრის მდგომარეობით ასე ნაწილდება:
| კრედიტორი | ვალის ნაშთი აშშ დოლარი |
| აზიის განვითარების ბანკი (ADB) | $2,263,766,000 |
| მსოფლიო ბანკი | $2,122,353,000 |
| ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) | $1,081,350,000 |
| საფრანგეთი | $770,316,000 |
| გერმანია | $568,441,000 |
| ევრობონდი | $500,000,000 |
| ეროვნული ბანკის ვალი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიმართ (IMF) | $371,390,000 |
| ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) | $214,492,000 |
| აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB) | $212,640,000 |
| მთავრობის ვალი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიმართ (IMF) | $177,464,000 |
| ევროკავშირი (EU) | $140,436,000 |
| იაპონია | $125,808,000 |
| სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი (IFAD) | $35,449,000 |
| ევროსაბჭოს განვითარების ბანკი (CEB) | $14,783,000 |
| ავსტრია | $11,114,000 |
| ქუვეითი | $10,085,000 |
| რუსეთი | $7,870,000 |
| ამერიკის შეერთებული შტატები | $6,285,000 |
| თურქეთი | $2,242,000 |
| სკანდინავიური გარემოსდაცვის საფინანსო კორპორაცია (NEFCO) | $1,766,000 |
| ყაზახეთი | $1,252,000 |
| აზერბაიჯანი | $1,151,000 |
| სომხეთი | $1,016,000 |
| ირანი | $840,000 |
| თურქმენეთი | $211,000 |
| ნიდერლანდების სამეფო | $25,000 |




























