მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საგარეო ვალი $8.4 მილიარდს აჭარბებს - ვისი ვალი აქვს საქართველოს?

6424270c769dd
შოთა ტყეშელაშვილი
23.11.23 16:26
7401

ფინანსთა სამინისტრომ 2023 წლის ოქტომბრის მდგომარეობით საქართველოს საგარეო ვალის ამსახველი სტატისტიკა გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, გასულ თვეში საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა დოლარებში 8.44 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 760 მილიონი დოლარით მეტია. დოლარში ვალის მოცულობის ასეთი ზრდის მიუხედავად, ლარებში სახელმწიფო ვალი 1.51 მილიარდი ლარით გაიზარდა, რაც წინა წელთან შედარებით კურსის შედარებითი გამყარებით არის განპირობებული.

საქართველოს საგარეო ვალში პირველ ადგილზე აზიის განვითარების ბანკის კრედიტია, რომლებიც ქვეყანამ უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებისთვის აიღო. მეორე ადგილზეა მსოფლიო ბანკის ჯგუფი, რომლის კრედიტებიც ასევე ძირითადად ინფრასტრუქტურულ პროექტებს ხმარდება. მესამე ადგილზეა ევროპის საინვესტიციო ბანკი.

ვისი ვალი აქვს საქართველოს - სტატისტიკა:

დონორი ორგანიზაცია ვალის ნაშთი 2023 წლის ოქტომბრის მდგომარეობით:
ADB $2,133,832,000
მსოფლიო ბანკის ჯგუფი $2,066,917,000
EIB $967,536,000
საფრანგეთი (AFD) $735,697,000
გერმანია (KFW) $619,028,000
ევრობონდი $500,000,000
EBRD $223,939,000
AIIB $203,722,000
IMF $193,178,000
ევროკავშირი $140,646,000
იაპონია $133,200,000
IFAD $37,063,000
რუსეთის ფედერაცია $15,241,000
ავსტრია $12,916,000
ევროსაბჭოს განვითარების ბანკი $12,364,000
ქუვეითი $11,432,000
ამერიკის შეერთებული შტატები $9,339,000
თურქეთი $4,342,000
ყაზახეთი $2,425,000
აზერბაიჯანი $2,230,000
სომხეთი $1,967,000
ირანი $1,626,000



ამასთანავე, ეროვნულ ბანკს აქვს IMF-ის მიმართ 410 მილიონი დოლარი მართებს.

საგარეო ვალი
Infogram

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები