16.იანვარი .2021 19:04

„სახელმწიფოს ფუნქცია იქნება დაარწმუნოს ბიზნესი ინვესტირების დაწყებაში“ - დავით სონღულაშვილი

„სახელმწიფოს ფუნქცია იქნება დაარწმუნოს ბიზნესი ინვესტირების დაწყებაში“ - დავით სონღულაშვილი
views 393
უკან

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის დავით სონღულაშვილის შეფასებით, პანდემიის პირობებში ბიზნესი გადასულია თავდაცვის რეჟიმში და ცდილობს შეინარჩუნოს ის, რაც აქვს.

როგორც Forbes კვირასთან ინტერვიუში მან განაცხადა, ეკონომიკის გახნის პირველივე ეტაპებზე სახელმწიფომ ბიზნესის გააქტიურებას უნდა შეუწყოს ხელი და ამისთვის მის ხელთ არსებული ყველა შესაძლო ინსტრუმენტი აამოქმედოს.

„პანდემიის პირობებში, როდესაც ეკონომიკა დახურულია და არაპროგნოზირებადია, გახსნა ვაქცინის შემოსვლაზეა დამოკიდებული, შესაბამისად ბიზნესი გადასულია თავდაცვის რეჟიმში და ცდილობს შეინარჩუნოს ის, რაც აქვს.

როდესაც ეკონომიკა გახსნას დაიწყებს, ჩვენი, როგორც სახელმწიფოს ფუნქცია იქნება დავარწმუნოთ ბიზნესი, რომ ინვესტირება დაიწყოს. მნიშვნელოვანი იქნება სხვადასხვა ინსტრუმენტებით ხელშეწყობა, კერძო პარტნიორობა იქნება ეს თუ "აწარმოე საქართველოს" პროექტები, ჩვენ უნდა მივცეთ ბიზნეს შესაძლებლობა სწრაფად განვითარდეს“, - განაცხადა სონღულაშვილმა.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე თვლის, რომ კრიზისულ პერიოდში და ზოგადად ბიზნესისთვის სტაბილურობა უმთავრესია და კომიტეტის ფუნქციასაც ამ მიმართულებით ხედავს.

„ბიზნესისთვის მნიშნელოვანია სტაბილური გარემო. მისთვის ტარიფების ზრდა და ვალუტის კურსი იმდენად მნიშვნელოვანი არ არის, რამდენადაც ცოდნა ამის შესახებ, რომ ამის მიხედვით დაგეგმოს ყველაფერი.

ჩემი კომიტეტის ამოცანა უნდა იყოს, რომ ნებისმიერი რეფორმა, რომელსაც მთავრობა განახორციელებს იყოს მაქსიმალურად გახსნილი და ბიზნესი ჩართული იყოს ამ რეფორმის განხორციელებაში, იმისთვის, რომ სწორად დაგეგმონ თავისი შესაძლებელობები“, - განმარტა დავით სონღულაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა