მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სახელმწიფოს კორონავირუსის ერთი სწრაფი ტესტის შეძენა $5.5 დოლარი უჯდება

5e7b0f05e0a57
შოთა ტყეშელაშვილი
25.03.20 12:00
2147
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ კორონავირუსის 215,000 სწრაფი ტესტის შეძენის შესახებ ჩინურ სამედიცინო ტექნოლოგიების მწარმოებელ კომპანია Shenzhen Bioeasy Biotechnology-ისთან ხელშეკრულება უკვე გააფორმა. 

სახელმწიფო შესყიდვების სისტემაში არსებული დოკუმენტაციის მიხედვით, ერთი ცალი სწრაფი ტესტის ღირებულებაა $5.5 დოლარი, მთლიანად შესყიდვის ღირებულება კი ტრანსპორტირების საფასურის გარეშე, ჯამში  $1,182,500 დოლარია. 

ხელშეკრულების მიხედვით ტესტების შემოტანა 3-4 აპრილს უკვე უნდა დასრულდეს, მისი პირველი პარტიის გამოგზავნა კი 24 მარტს განხორციელდა. 

დოკუმენტაციის მიხედვით, სწრაფი ტესტების შემოტანა რამდენიმე ეტაპად მოხდება, აქედან ყველაზე მეტ - 200,000 სწრაფ ტესტს კომპანია Shenzhen Bioeasy Biotechnology საქართველოში აპრილის დასაწყისში გამოაგზავნის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები