21.ნოემბერი .2022 11:58

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა რამდენიმე კლინიკამ დატოვა - გაბუნია

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა რამდენიმე კლინიკამ დატოვა - გაბუნია
views 999
უკან

გადახდის DRG-მეთოდის დანერგვის შემდეგ საყოველთაო ჯანდაცვა რამდენიმე კლინიკამ დატოვა. როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განმარტა, შემთხვევები ერთეულია.

მინისტრის მოადგილემ კონკრეტული კლინიკები არ დაასახელა, თუმცა BM.GE რამდენიმე დღის წინ წერდა, რომ ერთ-ერთი კლინიკა, რომელმაც პროგრამა დატოვა, „მედიქლაბჯორჯიაა“.

„უკვე 20 დღეა ახალი მეთოდი ამოქმედდა, პროცესი სამუშაოა. დრო ცოტა გავიდა იმისთვის, რომ შეფასება გავაკეთოთ. რამდენიმე კლინიკამ დატოვა პროგრამა, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ ერთეულია რაოდენობა. ისინი მანამდე ლიმიტირებული ჩართულობით მონაწილეობდნენ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

შეგახსენებთ, 1-ელი ნოემბრიდან საქართველოში გადახდის DRG-მეთოდი ამოქმედდა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა