21.მარტი .2023 14:15

საზღვარგარეთ განათლების და სტაჟირების დაფინანსება გაორმაგდება - რიჟვაძე

საზღვარგარეთ განათლების და სტაჟირების დაფინანსება გაორმაგდება - რიჟვაძე
views 504
უკან

აჭარის მთავრობის სხდომაზე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, რომ 2023 წელს, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სხვადასხვა პროგრამით საზღვარგარეთ სწავლა და სტაჟირება 400 სტუდენტს დაუფინანსდება.

"ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ განათლების და ზოგადად ახალგაზრდული პოლიტიკის ხელშეწყობას. სულ რამდენიმე დღის წინ, გვქონდა შეხვედრა სხვადასხვა კურსის სტუდენტებთან. მათგან წამოვიდა თხოვნა, რომ კიდევ უფრო გავზარდოთ დაფინანსება საზღვარგარეთ სწავლების და სტაჟირების კუთხით. ამიტომ, მინდა ვთხოვო განათლების და ფინანსთა მინისტრებს, რომ გავითვალისწინოთ ახალგაზრდების მისწრაფება, სურვილი და გავაორმაგოთ უცხოეთში, ევროპის ქვეყნებში ახალგაზრდების განათლების დაფინანსება და მათი ხელშეწყობა“, - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

მისივე თქმით, განათლების მიმართულებით ბიუჯეტი ყოველწლიურად მზარდია, რაც აისახება როგორც საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურაზე, ისე ახალგაზრდებისთვის სწავლების დაფინასებაზე.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა