მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სებ-ის ინიციატივით, მოქმედი მოსამართლეებისა და თანაშემწეებისათვის ონლაინ ტრენინგი გაიმართა

6166e6ad4e2ba
BM.GE
13.10.21 19:35
430

საქართველოს ეროვნული ბანკის ინიციატივითა და საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ჩართულობით, მოქმედი მოსამართლეებისა და მათი თანაშემწეებისთვის ონლაინ ტრენინგი გაიმართა.

სებ-ის ინფორმაციით, პროექტი იუსტიციის უმაღლეს სკოლასთან თანამშრომლობით განხორციელდა და მიზნად საფინანსო სექტორის მარეგულირებელთა მიერ მათ შორის მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით მიღებული ნორმატიული აქტებისა და პრინციპების გაცნობასისახავდა. ორდღიან ონლაინ შეხვედრას ეროვნული ბანკისა და დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები უძღვებოდნენ.

სპეციალურად სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის შემუშავებული სასწავლო მოდული ფოკუსირებული იყო მომხმარებელთა უფლებების დაცვის, ასევე, საგადახდო სისტემების კანონმდებლობისა და მომხმარებლის გადახდისუნარიანობის შეფასების საკითხებზე.

ტრენინგის ფარგლებში მოსამართლეებს და მათ თანაშემწეებს გაეცნოთ ის ძირითადი  პრინციპები და მიდგომები, რომელსაც ეფუძნება ეროვნული ბანკისა და დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის  სამსახურის  მარეგულირებელი ჩარჩო ასევე, მათი ხედვა მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით.

აღინიშნა, რომ მსგავსი ტრენინგები ხელს შეუწყობს მარეგულირებლებსა და სასამართლოს შორის სამომავლო თანამშრომლობას, მათ შორის სასამართლო პრაქტიკის გაზიარებას, რაც მომხმარებლის უფლებებისა და ინტერესების დაცვაზე ორიენტირებულ სამართალშემოქმედებით პროცესს დაეხმარება.

 (NS)