მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სებ-ის პროგნოზით, საშუალოვადიან პერიოდში რეფინანსირების განაკვეთი 6.5%-ს უნდა დაუახლოვდეს

61fa878c5a2d0
შოთა ტყეშელაშვილი
02.02.22 19:30
1430
დღეს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად, 10.5%-ზე დატოვების გადაწყვეტილება მიიღო, რადგანაც მაღალი ინფლაციის ფონზე სებ-ი განაკვეთის შემცირებას ნაადრევად მიიჩნევს. ეროვნული ბანკის შეფასებით, ინფლაციამ კლება გაზაფხულიდან უნდა დაიწყოს, სწორედ ამის პარალელურად სებ-ი რეფინანსირების განაკვეთის შემცირებასაც დაიწყებს.

დღეს გამოქვეყნებული მონეტარული პოლიტიკის ანგარიშის მიხედვით, საშუალოვადიან პერიოდში, რეფინანსირების განაკვეთი 6.5%-ს უნდა დაუახლოვდეს, ხოლო 2022 წლის ბოლოს- 2023 წლის დასაწყისში ის 7.25%-7.5%-ის ფარგლებში უნდა იყოს.

შესაბამისად, თუკი სებ-ის პროგნოზი გამართლდა, მაშინ ერთ წელში ქვეყანაში ეროვნული ვალუტის სესხების მომსახურება გაიაფდება.

“2 თებერვლის სხდომაზეც, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებით, ეროვნულმა ბანკმა გამკაცრებული პოზიცია შეინარჩუნა. რაც შეეხება პოლიტიკის განაკვეთის სამომავლო ტრაექტორიას (იხ. დიაგრამა 3), მას ინფლაციის მოლოდინების ცვლილება განსაზღვრავს. შესაბამისად, საშუალოვადიან პერიოდში, ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებლამდე კლების მოლოდინი პოლიტიკის განაკვეთის ეტაპობრივ შემცირებას და მის ნეიტრალურ დონესთან დაახლოებას გამოიწვევს, რომელიც არსებული შეფასებით 6.5%-ის ფარგლებშია.

უნდა აღინიშნოს, რომ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის პროგნოზი არ წარმოადგენს ეროვნული ბანკის დაპირებას მონეტარული პო­ლიტიკის მომავალ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით. ის ასახავს განაკვეთის საორიენტაციო ტრაექტორიას იმ დაშვებით, რომ ეგზოგენური ფაქტორები პროგნოზში გათვალისწინებული სცენარით განვითარდება,”- ნათქვამია ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის ანგარიშში.

ეროვნული ბანკის შეფასებით, 2022 წელს ინფლაცია საშუალოდ 7.3%-ს შეადგენს და წლის ბოლოს მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელს დაუახლოვდება.

რეფინანსირების განაკვეთის პროგნოზი 2022-2024 წლებში: