ევროკავშირ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს თავმჯდომარე, ზვიად ჭუმბურიძე ეროვნულ ბანკს აკრიტიკებს. მისი შეფასებით, სებ-ის სავალუტო ინტერვენციები, რასაც ცენტრალური ბანკი ლარის მერყეობის შესარბილებლად ბოლო პერიოდში მიმართავს, საკმარისი არ არის და სებ-ის ეს პოლიტიკა ლარს ვერ დაიჭერს.
მისი თქმით, სავალუტო ინტერვენციები გარკვეულ გათვლებს უნდა ეფუძნებოდეს და ამაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა მეტი უნდა იფიქროს, ვიდრე ბიზნესმა.
„ინტერვენცია ადრე იყო 20 მილიონის, შემდეგ 40 მილიონის. რამდენჯერმე მოხდა ასეთი ინტერვენცია, მაგრამ პრაქტიკულად, რეალურად შედეგი არ გამოიღო, ე.ი რაღაცაშია საქმე. ეს არ არის საკმარისი და რა თქმა უნდა გათვლადი უნდა იყოს ყველა ეს ინტრევენცია რას მოიტანს: ეს არის ერთჯერადი სისხლის გადასხმა და სამდღიანი კურსის გაჩერება, თუ სამომავლოდ რაღაც პერსპექტივაა.
თუ ასეთი ინტერვენცია გაგრძელდება, პირდაპირ გეტყვით, სებ-ი კურსს ვერ დაიჭერს. სწორედ გათვლა უნდა იყოს, რა რაოდენობით ინტერვენცია შეიძლება ჩაიდოს, რა სიხშირით, რა მონაცვლეობით. შესაბამისად შემდეგ ვნახოთ, როგორ იქნება. ეს არის ეროვნული ბანკის პრეროგატივა. სამწუხაროდ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა უფრო მეტი უნდა იფიქროს, ვიდრე ბიზნესმა. ბიზნესი თავისას ფიქრობს, უბრალოდ ბიზნეს ხელი არ უნდა შეეშალოს, რომ უმუშევარი დარჩეს ხალხი“, - აცხადებს ჭუმბურიძე.
ინფორმაციისთვის, გუშინ გამართულ სავალუტო აუქციონზე ეროვნული ბანკმა 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. ეს ლარის მერყეობის შესარბილებლად წელს ეროვნული ბანკის რიგით მე-14 სავალუტო ინტერვენცია იყო. ჯამში ცენტრალურმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 449,7 მლნ დოლარი გაყიდა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ძალიან მაწუხებს ის, რომ იუსტიციის სამინისტროში უფრო მაღალი ხელფასებია, ვიდრე კულტურის სამინისტროში”
ივლისიდან დაიწყება მასობრივი იმუნიზაცია, დღეში 15 000-მდე ადამიანი უნდა აიცრას - გამყრელიძე
რა მიზანს ემსახურება 4-11 მაისის უქმე დღეებად გამოცხადება? - გამყრელიძის განმარტება
აუცრელ თანამშრომელს რესტორანში არ ავიყვან - თაკო დოლაბერიძე
თბილისის სამ რაიონში მოსახლეობის ნაწილს წყალი 26 საათით შეუწყდება
კომაროველ ნიკოლოზ ბირკაძეს მასაჩუსეტსის ინსტიტუტი სწავლას $300 000-ით დაუფინანსებს
თბილისის მერია შემოდგომაზე ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპს გეგმავს
ხვალიდან, თბილისში ავტობუსის ახალი ინტეგრირებული მარშრუტი N339 ამოქმედდება
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა