27.აგვისტო .2020 17:07

სებ-მა $40 მლნ გაყიდა - ლარი ევროს და დოლარის მიმართ გამყარდა

views 591
უკან

27 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად, ლარი დოლართან 3.0696 ლარამდე გამყარდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0804 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 1.08 თეთრი შეადგინა.

ლარის 1.08 თეთრით გამყარებაზე, სავარაუდოდ, გავლენა ეროვნული ბანკის ინტერვენციამ იქონია. სებ-მა დღეს $40 მლნ გაყიდა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად ლარი ევროს მიმართაც გამყარდა და კურსმა 3.6243 ლარი შეადგინა, მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.6389 ლარი იყო. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.46 თეთრი შეადგინა.

ეროვნული ვალუტა დღეს თურქული ლირის და ფუნტის მიმართაც გამყარდა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან შევა ძალაში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა