მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სებ-მა ბანკებისთვის მსხვილი რისკების მართვის რეგულაციის გამკაცრება 2022 წლამდე გადაავადა

5fa56a2d9238a
BM.GE
06.11.20 19:22
997
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის ბრძანების თანახმად, 2022 წლამდე გადავადდა "კომერციულ ბანკებში რისკის პოზიციების კონცენტრაციისა და მსხვილი რისკების შესახებ დებულების" ამოქმედების ვადა. 

აღნიშნული რეგულაცია კომერციულ ბანკებში მსხვილი რისკების მართვის საკითხებს უკავშირდება. აღნიშნული ცვლილებების მიზეზს, კოვიდ კრიზისის პირობებში ქვეყანაში დაკრედიტების უწყვეტად მიწოდების უზრუნველყოფაა. 

რისკების მართვის ახალი წესი 2021 წლის პირველი იანვრიდან უნდა ამოქმედებულიყო, ის სებ-მა 2019 წლის ბოლოს დაამტკიცა. 

რისკების მართვის დებულება მსხვილი ჯგუფების დაკრედიტების პროცესს და ურთიერთდაკავშირებული კომპანიების დაფინანსების პროცესს ახლებურად განსაზღვრავდა. 

"ბანკის რისკის პოზიცია კომერციული ბანკის მიმართ, ან ურთიერთდაკავშირებულ მსესხებელთა ჯგუფის მიმართ, როდესაც ურთიერთდაკავშირებულ მსესხებელთა ჯგუფი მოიცავს ერთ ან მეტ კომერციულ ბანკს, საკრედიტო რისკის მიტიგაციის ეფექტის გათვალისწინებით, არ უნდა აღემატებოდეს გამსესხებელი ბანკის პირველადი კაპიტალის 25%-სა და 200 მილიონ ლარს შორის უდიდესს,"- ნათქვამია დებულებაში, რომელიც 2022 წელს უნდა ამოქმედდეს.