მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სებ-მა დღეს $40 მილიონი გაყიდა, ჯამურად ინტერვენციებმა $610 მილიონს მიაღწია

5f98156190cf7
შოთა ტყეშელაშვილი
27.10.20 16:40
1067
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დღეს 40 მილიონი დოლარის გაყიდვის გადაწყვეტილება მიიღო.

სებ-ის მიერ გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, სავალუტო აუქციონზე ერთი დოლარის საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.2237 შეადგინა. თუ რა ეფექტი ექნება ამ ინტერვენციას ლარის ოფიციალურ გაცვლით კურსზე 17:00-ზე გახდება ცნობილი. 

ეს 2020 წლის რიგით მეცხრამეტე სავალუტო ინტერვენცია იყო. ჯამურად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ამ აუქციონებზე $609.65 მილიონი გაყიდა. 

დეტალურად, გაცვლითი კურსის რა ცვლილებას იწვევდა თითოეული ეს აუქციონი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.