03.აგვისტო .2022 15:30

სებ-მა ივლისში Bmatch პლატფორმით $110 მილიონი შეისყიდა

სებ-მა ივლისში Bmatch პლატფორმით $110 მილიონი შეისყიდა
views 1116
უკან

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, სებ-მა ივლისში სავალუტო ბაზრიდან $110 მილიონი დოლარი შეისყიდა. ეს შესყიდვა არა სავალუტო აუქციონის გზით, არამედ Bloomberg-ის პლატფორმა Bmatch-ის მეშვეობით განხორციელდა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი განმარტავს, რომ ამჟამად არსებული მაკროეკონომიკური გარემო სებ-ს ვალუტის შესყიდვის შესაძლებლობას აძლევს.

ეროვნული ბანკის სტატისტიკიდან ირკვევა, რომ ეროვნულმა ბანკმა Bmatch პლატფორმით ვალუტის შესყიდვის პროგრამა სწორედ ივლისში გააფართოვა, რადგანაც ივნისში ამ გზით შესყიდული რესურსი 23.4 მილიონი, მაისში კი 21.3 მილიონი დოლარი იყო.

Bmatch-თან ერთად, სებ-მა 1-ელ აგვისტოს სავალუტო ინტერვენციებიც განაახლა და ბაზრიდან $10 მილიონი შეისყიდა.

“დღესდღეობით, ბაზარი გვაძლევს საშუალებას, რომ ვალუტა შევისყიდოთ, ამიტომ აქტიურად ვახორციელებთ ინტერვენციებს. მაგალითად, მინდა მოგახსენოთ, რომ ვთქვათ ივლისში 110 მილიონი დოლარი შევისყიდეთ ე.წ. Bmatch-ის ბლუმბერგის საშუალებით, ამავე დროს ორშაბათს 10 მილიონი დოლარი ვიყიდეთ, ასე რომ, ამ ბერკეტს ვიყენებთ,” - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

შესყიდული რესურსით ეროვნულმა ბანკმა ქვეყნის სავალუტო რეზერვი გაზარდა, თუმცა მის განახლებულ სტატისტიკას ეროვნული ბანკი 8 აგვისტოს გამოაქვეყნებს. ივლისის მდგომარეობით, საქართველოს სავალუტო რეზერვები 3.92 მილიარდ დოლარს შეადგენს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა