მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ივნისში, სებ-მა Bmatch პლატფორმით $612 მილიონი შეისყიდა

დოლარი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2026 წლის ივნისში Bmatch პლატფორმით განხორციელებული შესყიდვების შესახებ გამოაქვეყნა ინფორმაცია. სტატისტიკის თანახმად, გასული თვის შესყიდვები 612.6 მილიონ დოლარს შეადგენდა. ჯამურად კი 2026 წლის იანვარ-ივნისში შესყიდვები 2.08 მილიარდი დოლარი იყო.

2026 წლის სებ-ის მიერ განხორციელებული სავალუტო ინტერვენციები ასე გამოიყურება:

  • იანვარი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 86.6 მლნ აშშ დოლარი
  • თებერვალი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 429.3 მლნ აშშ დოლარი
  • მარტი - Bmatch-ით წმინდა გაყიდვა 16.2 მლნ აშშ დოლარი
  • აპრილი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 333.3 მლნ აშშ დოლარი
  • მაისი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 632.9 მლნ აშშ დოლარი
  • ივნისი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 612.6 მლნ აშშ დოლარი.

რაც შეეხება უშუალოდ სავალუტო რეზერვების მოცულობას, ის გასულ თვეში 116 მილიონი დოლარით გაიზარდა და 7.12 მილიარდი დოლარი შეადგინა. ამასთან, 2026 წლის ივნისში სებ-მა მთლიანი საერთაშორისო რეზერვებისთვის დამატებით 100 მლნ აშშ დოლარის ღირებულების მონეტარული ოქრო შეიძინა. შედეგად, 2026 წლის ივნისის მდგომარეობით, ოქროს წილი მთლიან საერთაშორისო რეზერვებში 14.2%-ს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები