20.იანვარი .2022 16:09

სემეკ-მა სულხან ზუმბურიძის კომპანია 35 000 ლარით დააჯარიმა

სემეკ-მა სულხან ზუმბურიძის კომპანია 35 000 ლარით დააჯარიმა
views 1053
უკან

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ ჰიდროელექტროსადგურების მფლობელი კომპანია შპს „პარვუს ჯგუფი“ რეგულაციის დარღვევის გამო, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 35 ათასი ლარით დააჯარიმა.

როგორც სემეკ-ის მიერ გავრცელებულ რელიზშია აღნიშნული, საქმე ეხება კომპანიის მიერ ელექტროენერგიის სექტორში მოქმედი „ქსელის წესების“ ნორმების უგულებელყოფას.

ცნობისთვის: „პარვუს ჯგუფი“ დუშეთის მუნიციპალიტეტში ფლობს 1.99 მგვტ სიმძლავრის „როშკა 2 ჰესისა“ და 1 მგვტ სიმძლავრის „როშკა 3 ჰესს“.

ბიზნეს-რეესტრის თანახმად, „პარვუს ჯგუფის“ მფლობელები სულხან ზუმბურიძე (50%) და მამუკა პაპუაშვილი (50%) არიან.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა