მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სემეკმა „ქობულეთის წყალი“ 10 000 ლარით დააჯარიმა

614c45d22c65c
BM.GE
23.09.21 13:18
563
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკი) შპს „ქობულეთის წყალი“ 10 000 ლარით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დააჯარიმა.

როგორ კომისია აცხადებს, დაჯარიმების საფუძველს წარმოადგენს კომპანიის მიერ „მომსახურების ხარისხის წესების“ მოთხოვნების შეუსრულებლობა.

"კერძოდ, შპს „ქობულეთის წყალს“ საერთო და გარანტირებული სტანდარტის შესაბამისად მომხმარებლებისათვის გაწეული მომსახურების შესახებ არ შეჰყავდა ინფორმაცია ელექტრონულ ჟურნალში, რაც განიხილება სალიცენზიო პირობების დარღვევად"-ნათქვამია სემეკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.