მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სენატის სხდომათა დარბაზი მცირე დროით საპროტესტო აქციის მონაწილეებმა დაიკავეს - ფოტოები

5ff6218983f64
BM.GE
07.01.21 00:40
1639
ვაშინგტონში, კაპიტოლიუმის შენობაში საპროტესტო აქციის მონაწილეთა მცირე ნაწილი შეიჭრა, რის შემდეგაც უსაფრთხოების ძალებმა შენობის შიდა გასასვლელები ჩაკეტა და სენატისა და წარმომადგენელთა პალატის წევრთა ნაწილობრივი ევაკუაცია განხორციელდა. გავრცელებული ფოტოებიდან ირკვევა, რომ აქციის მონაწილეთა ნაწილმა სხდომათა დარბაზში შეჭრაც მოასწრო. ასევე ვრცელდება ფოტოები, რომლებზეც ჩანს, რომ საპოლიციო ძალებმა შენობის დერეფნებში შეჭრილი პირები დააკავეს.

ABC-ის ინფორმაციით, შეხლა-შემოხლასთან ერთად კაპიტოლიუმში რამდენიმე გასროლაც იყო, რომელთა შედეგად ერთი ადამიანი დაიჭრა.

კაპიტოლიუმის გარეთ საპროტესტო აქცია კვლავ გრძელდება. კონგრესმენები საარჩევნო კოლეგიის ხმების დათვლისა და დამოწმების მიზნით სპეციალურ სხდომას მართავენ.