მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სექტემბერში საარსებო შემწეობა 9 ათასით ნაკლებმა ადამიანმა მიიღო

63345872947e8
მარიამ ვარადაშვილი
28.09.22 18:40
597

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, სექტემბერში სოციალური შემწეობა 660 833 ადამიანმა მიიღო, რაც ნიშნავს იმას, რომ მათი რიცხვი აგვისტოსთან შედარებით 9 208-ით შემცირდა. ჯამში აგვისტოში 670 041 ადამიანმა მიიღო შემწეობა.

სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებითვე, ქვეყანაში საარსებო შემწეობას მოსახლეობის 17.7% იღებს. რაც შეეხება სოციალურ შემწეობაზე დახარჯულ თანხას, სექტემბრის მდგომარეობით ბიუჯეტიდან 56 450 729 ლარია გადარიცხული.

აგვისტოსთან შედარებით სოციალურ შემწეობაზე დახარჯული თანხა 720 ათასი ლარით შემცირდა.

სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გადამოწმებაზე დაწესებული მორატორიუმი პირველ მაისს დასრულდა და ოჯახების გადამოწმება ეტაპობრივად განახლდა. პანდემიის პერიოდში დაწესებული მორატორიუმის გამო, გასული წლიდან შემწეობის მიმღებთა რიცხვი იზრდება და რეკორდულ მაჩვენებელს აღწევდა.