მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სექტემბერში ტურისტული ვიზიტები 84%-ით აღდგა

633d51ee1de26
მარიამ ვარადაშვილი
05.10.22 13:48
767
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, 2022 წლის სექტემბერში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტებმა 636 235 შეადგინა. 2019 წელთან შედარებით აღდგენის მაჩვენებელი 69.4%-ს შეადგენს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ საქართველოს ტურიზმისა და ავიაციის ინდუსტრიის მიმდინარე წლის ანგარიშის პრეზენტაციის თანახმად, საერთაშორისო ტურისტული ვიზიტები სექტემბერში 84%-ით აღდგა და 452 155 შეადგინა.

მიმდინარე წლის 9 თვის მონაცემებით, საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტებმა ჯამში თითქმის 4 მლნ იყო. 2019 წელთან შედარებით აღდგენის მაჩვენებელი 54%-ს შეადგენს. რაც შეეხება საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების მაჩვენებელს, აქ აღდგენის მაჩვენებელი აქ 68%-ს შეადგენს. მსგავსი ტიპის ვიზიტი მიმდინარე წლის 9 თვეში თითქმის 3 მლნ იყო.

რაც შეეხება 2022 წლის იანვარ-სექტემბრის ჯამურ მონაცემებს, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მიმდინარე წლის 9 თვეში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების აღდგენამ 53.8% შეადგინა და 3 892 605 ვიზიტს მიაღწია, საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების აღდგენამ კი 67.8% (2 704 133 ვიზიტი).

მიმდინარე წელს ვიზიტორებზე ღამისთევის საშუალო მაჩვენებელი 6.3 ღამეს შეადგენდა, რაც 2019 წელთან შედარებით თითქმის 66%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. 

მიმდინარე წელს ერთი ტურისტის დანახარჯი 2019 წელთან შედარებით 31%-ით გაიზარდა და 2 562 ლარი შეადგინა, რასაც ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ქვეყანაში მაღალმხარჯველიანი ვიზიტორების შემოსვლას უკავშირებს. 

გამოყნებული მეთოდოლოგიის მიხედვით, მოგზაური არის ნებისმიერი ასაკის პირი, რომელიც გადაადგილდება სხვადასხვა გეოგრაფიულ არეალს შორის ნებისმიერი ხანგრძლივობითა და მიზნით. ის გამორიცხავს საქართველოს რეზიდენტ სხვა ქვეყნის მოქალაქეებს და მოიცავს საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც უცხო ქვეყნის რეზიდენტები არიან. 

ვიზიტორი არის 15 წლის ან უფროსი ასაკის საქართველოს არარეზიდენტი მოგზაური, რომელმაც განახორციელა ვიზიტი საკუთარი ჩვეული გარემოდან საქართველოს ტერიტორიაზე ერთ წელზე ნაკლები დროით. საქართველოში ჩვეული გარემოს განსასაზღვრად შემდეგი მეთოდი გამოიყენება, ჩვეულ გარემოში ითვლება ის ვიზიტები, რომლებიც თვეში 8-ჯერ ან 8-ზე მეტჯერ ხორციელდება.


2019 წლის იანვარ-აგვისტოსთან შედარებით, მიმდინარე წლის ანალოგიურ პერიოდში 94.6%-იანი აღდგენა დაფიქსირდა და შემოსავლების მაჩვენებელმა 2.1 მილიარდ დოლარს მიაღწია. 

ტურიზმის 2025 წლის სტრატეგიის მიხედვით, 2025 წლისთვის საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების 10 მილიონამდე, ხოლო საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავლების 5 მილიარდ დოლარამდე გაზრდა იგეგმება.