მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სექტემბრიდან მოქალაქეებს ნებისმიერ სახის კოვიდ-ტესტის გაკეთება შესაძლოა საკუთარი ხარჯებით მოუწიოთ - გამყრელიძე

611541c65549f
ვიქტორია მღებრიშვილი
12.08.21 19:48
22811

ამირან გამყრელიძის განცხადებით, სექტემბრიდან მოქალაქეებს ნებისმიერ სახის კოვიდ-ტესტის გაკეთება საკუთარი ხარჯებით მოუწევთ, რადგან სახელმწიფო მათ უფასო ვაქცინაციას სთავაზობს, რომელიც უნდა გამოიყენონ. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ საბჭოზე წარდგენილ რეკომენდაციაზე საუბრისას განაცხადა, რომლის მიხედვით სექტემბრიდან საზოგადოებრივ დაწესებულებებში დაშვების შესაძლებლობას მხოლოდ ვაქცინირებულ ან კოვიდ-ტესტის უარყოფითი პასუხის მქონე პირებს მისცემს.

„დაავადების კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა საკოორდინაციო საბჭოზე დააყენა წინადადება რომ სხვადასხვა დაწესებულებაში - კაფე-რესტორნებში, სილამაზის სალონებში, ფიტნეს ცენტრებში დაშვებულნი იქნენ... დასავლეთში სადაც აცრის მოცვის მაჩვენებილი მაღალია მხოლოდ აცრილებს უშვებენ, ხოლო სანამ ჩვენთან სანამ არ ავცილდებით 10%-ს, დღეს მოსახლეობის მოცვის 7%-მდე ვართ, მანამდე ჯერჯერობით დავუშვებთ, რომ ერთჯერადად აცრილი ადამიანიც დაუშვან დახურულ ტიპის შენობაში ყოველგვარი სხვა დამატებითი ღონისძიების გარეშე. ან თუ ის აცრილი არ არის, ბოლო 72 საათის განმავლობაში უნდა ჰქონდეს გაკეთებული და უარყოფითი PCR ტესტი ან ბოლო 24 საათში სწრაფი ანტიგენის ტესტი. ეს საკითხი დღეს ჩვენ დავაყენეთ და საბჭო ამაზე კიდევ იმსჯელებს.

ამავე დროს, ხაზი მინდა გავუსვა 24-საათიანი და 72-საათიანი PCR და ანტიგენი აღარ იქნება სახელმწიფოს ხარჯზე. სახელმწიფო მოსახლეობას აძლევს საშუალებას, რომ ისინი უფასოდ აიცრან, მაგრამ თუ ჩვენ არ ვიცრებით და გვინდა რესტორანში და სხვა დაწესებულებებში წასვლა, მაშინ კეთილი ინებეთ და თქვენი ხარჯით ან თქვენი დამსაქმებლის ხარჯით გადაიხადეთ თანხა ტესტირებისთვის“, - განმარტა NCDC-ის ხელმძღვანელმა.