სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უწყების ინსპექტირების ჯგუფები რეგიონებისა და დედაქალაქის აგრარულ ბაზრებში არსებულ ვითარებას ეცნობიან და გასცემენ რეკომენდაციებს იმ სტანდარტებთან დაკავშირებით, რომელთა დაცვაც მათი ფუნქციონირების განახლებისათვის არის სავალდებულო. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე კვირაში მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, თბილისში მოქმედი ღია ბაზრები დაიხურა.
"სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებზე დაყრდნობით, შეიმუშავა რეგულაციები, რომლებიც გულისხმობს აგრარული ბაზრების ტერიტორიაზე სადეზინფექციო სამუშაობის სისტემატურად ჩატარებას, პერსონალისა და მომხმარებლის მიერ ჰიგიენური ნორმების დაცვას, პერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობის მკაცრად გაკონტროლებას, მათი ხელთათმანებითა და პირბადით აღჭურვას, სადეზინფექციო საშუალებებისა და დეზობარიერების განთავსებას, პერსონალსა და მომხმარებელს შორის სოციალური დისტანციის დაცვას.
აგრარული ბაზრების ადმინისტრაციის მიმართვის საფუძველზე, სურსათის ეროვნული სააგენტო განახორციელებს მონიტორინგს და ობიექტი ფუნქციონირებას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ დადგენილ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს,"- ნათქვამია უწყების განცხადებაში.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშის მიხედვით, 2019 წლის მდგომარეობით, საქართველოში არსებულ ბაზრებსა და ბაზრობებზე ჯამში 45,100 მოვაჭრე არის დასაქმებული, საიდანაც 20 ათასი მოვაჭრე თბილისში არსებულ ბაზრებზე არის დასაქმებული.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება