გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2026 წლის იანვარ-სექტემბრის პერიოდში საქართველოდან ექსპორტირებულია 826 ტონა ლოკოკინები, 3 მლნ აშშ დოლარის ღირებულებით.
წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული ლოკოკინების რაოდენობა 75%-ით (353 ტონა), ხოლო ღირებულება 67%-ით (1.2 მლნ აშშ დოლარი) გაიზარდა.
ლოკოკინების საექსპორტო ბაზრებია საფრანგეთი (71%) და თურქეთი (29%).
აღსანიშნავია, რომ ლოკოკინას ექსპორტი მზარდია. 2025 წელს ექსპორტირებული ლოკოკინას რაოდენობამ 571 ტონა შეადგინა, რაც 2.1-ჯერ აღემატებოდა 2024 წლის მაჩვენებელს.
ცნობისთვის, ევროკავშირის ბაზარზე საქართველოდან ლოკოკინების ექსპორტი 2021 წლის დეკემბრიდან არის დაშვებული.
























