საქართველოდან ლოკოკინების ექსპორტი მზარდია. 2026 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან ექსპორტზე 3 მლნ აშშ დოლარის ღირებულებით 846.2 ტონა ლოკოკინა გავიდა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტის რაოდენობა - 59%-ით (314.8 ტონა), ხოლო ღირებულება 35%-ით (772.6 ათასი აშშ დოლარი) გაიზარდა.
პროდუქტი ორ ბაზარზე გადის. კერძოდ, 10 თვეში ლოკოკინები ექსპორტირებულია თურქეთში (640 ტონა) და საფრანგეთში (206 ტონა).
2025 წელს ექსპორტის რაოდენობამ 571 ტონა შეადგინა, რაც 2.1-ჯერ აღემატებოდა 2024 წლის მაჩვენებელს.
ცნობისთვის, ევროკავშირის ბაზარზე საქართველოდან ლოკოკინას ექსპორტი 2021 წლის დეკემბრიდან არის დაშვებული.
























