06.თებერვალი .2020 16:06

სეს-მა ყველის საწარმოებში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევები გამოავლინა

views 402
უკან

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებენ კონტროლს იმ ფიზიკური პირების იდენტიფიცირებისათვის, რომლებიც არ არიან რეგისტრირებულნი, მაგრამ ორგანიზებულად ეწევიან ყველის წარმოება-რეალიზაციას.

უწყების ცნობით, ქვემო ქართლის რეგიონში შემოწმების შედეგად გამოვლინდნენ არარეგისტრირებული სუბიექტები, რომლებიც სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებისა და უვნებლობის სხვა მოთხოვნების დარღვევით ახორციელებდნენ ყველის წარმოება-რეალიზაციას.

„ჩვენი უმთავრესი მიზანია მომხმარებლის დაცვა გაურკვეველი წარმომავლობის სურსათისაგან. სააგენტო აქტიურად ამოწმებს ყველის წარმოების, წარმოებაში გამოყენებული რძის წარმომავლობის და რეალიზაციის ფაქტებს. სახელმწიფო კონტროლთან ერთად, მიმდინარეობს ბაზების შექმნა და ოჯახური წარმოების სუბიექტების გამიჯვნა არარეგისტრირებული მწარმოებლებისაგან. სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს არასამთავრობო სექტორთან და დარგობრივ ასოციაციებთან იმისათვის, რომ მოხდეს პრობლემური საკითხების იდენტიფიცირება და გადაწყვეტა, კეთილსინდისიერი ბიზნესოპერატორების ინტერესების გათვალისწინება და კონკურენტული გარემოს შექმნა“, - განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ ვასილ ბასილაძემ.

სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლს საქართველოს მთავრობის დადგენილების - „სურსათის/ცხოველის საკვების არაორგანიზებული წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ - შესაბამისად ახორციელებს. დადგენილება მიმდინარე წლის 9 იანვრიდან შევიდა ძალაში.

2020 წლის იანვრიდან სახელმწიფო კონტროლს ექვემდებარება იმ არარეგისტრირებული ფიზიკური პირების საქმიანობა, ვინც ორგანიზებულად ეწევა სურსათის წარმოებას, გადამუშავებასა და რეალიზაციას.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა