მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შარლ მიშელს რეფორმების მიმართ საქართველოს ერთგულება დავუდასტურე - ღარიბაშვილი

61ba062d17fad
თელარა გელანტია
15.12.21 19:13
603
"შარლ მიშელს ევროკავშირში ინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე რეფორმების დღის წესრიგის მიმართ საქართველოს ერთგულება კიდევ ერთხელ დავუდასტურე", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

ინფორმაციას პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს.

მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ მიზნების მისაღწევად ამბიციური გეგმები დაისახა და საქართველო ამ გზას მტკიცედ მიჰყვება.

„აღმოსავლეთ პარტნიორობის მე-6 სამიტის ფარგლებში, შეხვედრა მქონდა შარლ მიშელთან. შეხვედრაზე ევროკავშირში ინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე რეფორმების დღის წესრიგის მიმართ საქართველოს ერთგულება კიდევ ერთხელ დავუდასტურე. ევროკავშირსა და საქართველოს სტაბილური პარტნიორობა აერთიანებს. მიზნების მისაღწევად ამბიციური გეგმები დაისახა და ჩვენ ამ გზას მტკიცედ მივყვებით“, - წერს პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

მიმდინარე წლის 31 აგვისტოს საქართველოს მთავრობამ ევროკავშირთან სასესხო შეთანხმება ცალმხრივად მოშალა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ 75 მილიონი ევროს ბიუჯეტში მოზიდვის საჭიროება აღარ დგას, ხოლო ეს თანხა არა გრანტი, არამედ სესხია, თუმცა, სინამდვილეში ევროკავშირის დახმარებაზე “უარის თქმის” მიზეზი არა - ეკონომიკური, არამედ პოლიტიკურია, რადგანაც 2020 წლის სექტემბერში EU-საქართველოს შორის ბრიუსელში გაფორმებული €150 მილიონის ოდენობის სასესხო შეთანხმებაში ჩადებული იყო წინაპირობები, მათ შორის კი უმთავრესი სასამართლო სისტემის დეპოლიტიზაცია და მისი სტრუქტურული რეფორმირება იყო.

სინამდვილეში რას ნიშნავს EU-ს 75 მლნ ევროს დახმარებაზე უარის თქმა