მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შარშან “ბლექ სი არენა” ცარიელი იყო, თუმცა დირექტორმა 88,713 ლარის ხელფასი აიღო

62ceb16686879
შოთა ტყეშელაშვილი
16.07.22 00:00
3035
შპს “Black Sea Arena”-მ 2021 წლის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად 2021 წელს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საკონცერტო დარბაზის ზარალი გასულ წელს 5 მილიონი ლარი იყო. ზარალი, ძირითადად, იმ ფაქტით იყო განპირობებული, რომ 2021 წელს საკონცერტო დარბაზში კონცერტი არ ჩატარებულა. ამის მიუხედავად, კომპანია სრულ შტატზე ასაქმებს 107 პირს, რომლებზეც გასულ წელს 2.4 მილიონი ლარის ხელფასები გასცა.

გასულ თვეში წინა წლის ქონებრივი დეკლარაცია შეავსო ამ დარბაზის გენერალურმა დირექტორმა (ტარიელ) ტატო ხარჩილავამ, რომელიც მიუთითებს, რომ 2021 წელს მისი შრომის ანაზღაურება 88,713 ლარი იყო, რაც თვეში 7,392 ლარის ტოლია.

აღსანიშნია, რომ საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, ტატო ხარჩილავამ 2019 წელს „ბლექ სი არენას“ დირექტორის პოსტზე 79,900 ლარის შემოსავალი მიიღო, 2020 წელს კი - 84 621 ლარი. 

2021 წელს კომპანიაში ჩარიცხული სახელმწიფო სუბსიდია 4,350,000 ლარამდე გაიზარდა, რაც წინა წელთან შედარებით 9%-ით მეტი იყო.

ამჟამად დარბაზი „ქონების მართვის ეროვნული სააგენტოს” ბალანსზე ირიცხება და მისი აქტივები 73.8 მილიონ ლარს შეადგენს.

Black Sea Arena 10,000 მაყურებელზეა გათვლილი. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მისი აშენება “ქართუ ფონდს” 115 მილიონი დოლარი დაუჯდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები