მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“20 წელია დაგეგმილი კონცერტების კალენდარს ვითხოვთ, მაგრამ ეს საქართველოს არ ეღირსა” - ია თაბაგარი

6444cb125ea8f
ანუკა ჯოხაძე
23.04.23 21:00
1921
"ბლექ სი არენაზე" გასამართი კონცერტების აფიშა რამდენიმე დღის წინ გავრცელდა. ახალი კამპანიის ფარგლებში, „Black Sea Arena-ს“ სცენის გარდა, კონცერტები სხვა ლოკაციებზეც ჩატარდება. ჯამში 2 წლის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტიდან ამ მიმართულებით 70 მილიონი ლარის დახარჯვაა გეგმაში. თუმცა კონკრეტულად რა დაუჯდება ბიუჯეტს მიმდინარე წლის აგვისტოში არტისტების ჩამოყვანა, ეს მედიისთვის ჯერ უცნობია.

ტუროპერატორთა ასოციაციის თავმჯდომარე ია თაბაგარი აცხადებს, რომ კონცერტის აფიშა დაგვიანებით გასაჯაროვდა. მისი თქმით, ამის გამო დაგეგმილ ღონისძიებებზე ევროპელი ტურისტების ვიზიტის მოლოდინი არ უნდა გვქონდეს, რადგან ევროპელებს საზაფხულო მოგზაურობა დიდი ხნის დაგეგმილი აქვთ.

“არა მგონია, რომ ევროპელებმა გადაწყვეტილება მოულოდნელად მიიღონ, ყველას რაღაც აქვს დაგეგმილი და უცებ აგვისტოში აქ არ ჩამოვლენ. პირველ რიგში, ფრენები არ გვიწყობს ხელს, ვინაიდან ჩვენ არ გვაქვს საკმარისი პირდაპირი ფრენა ევროპის ქვეყნებთან. თან ვიცით, ევროპელების ხასიათი, ისინი ასე უცებ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებენ. ტურისტული სააგენტოები ერთი წლით ადრე გეგმავენ ტურებს.

20 წელია ტურიზმის სექტორი ითხოვს ღონისძიებათა კალენდარს, ეს კი საქართველო არ ეღირსა. გასაგებია, რომ პანდემია იყოს, მაგრამ პანდემია დასრულდა", - აცხადებს ტუროპერატორთა ასოციაციის თავმჯდომარე, ია თაბაგარი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები