მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შავი ზღვის კაბელის პროექტი ენერგეტიკაში ინვესტიციების შესაძლებლობას გაზრდის - ჰესების ასოციაცია

63a6f63b36305
მარიამ ვარადაშვილი
24.12.22 19:30
729
მცირე და საშუალო ჰესების ასოციაციის ხელმძღვანელი გიორგი მარგებაძე მიიჩნევს, რომ შავი ზღვის კაბელის პროექტი საქართველოსთვის საუკუნის მნიშვნელობის იქნება. როგორც მან “ანალიტიკაში” თქვა, ეს პროექტი საქართველოს ენერგეტიკაში ინვესტიციებს გაზრდის.

შავი ზღვის ელექტროკაბელმა ერთმანეთთან საქართველოსა და ევროპის ელექტროენერგეტიკული სისტემები უნდა დააკავშიროს. პროექტის განხორციელების შემთხვევაში, 1 195 კილომეტრის სიგრძის კაბელი რუმინეთს დაუკავშირდება, რაც სამხრეთ კავკასიის ქვეყნებსა და რუმინეთს საშუალებას მისცემს, ისარგებლონ გაფართოებული საექსპორტო შესაძლებლობებით.

“ეს ჩვენთვის საუკუნის პროექტი იქნება. თუ აქამდე ნავთობისა და გაზის ტრანზიტორი ქვეყანა ვიყავით და აქედან დივიდენდს ვიღებდით, შეიძლება ითქვას, რომ ეს ბევრად მნიშვნელოვანი პროექტია. პირველ რიგში იმიტომ, რომ საკუთარი რესურსების აღმოსავლეთ ევროპაში ექსპორტის საშუალება გვექნება. აქ მოთხოვნა ენერგიაზე, განსაკუთრებით კი მწვანე ენერგიაზე ძალიან დიდია.

რუმინეთი, ბულგარეთი და უნგრეთი ჯამში დაახლოებით 200 მილიარდ კვტსთ მოიხმარენ. ამას გარდა, ეს ეკონომიკური თვალსაზრისითაც ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მომგებიანი იქნება, რადგან იქ ტარიფები ძალიან განსხვავდება და ელექტროენერგია ევროში ივაჭრება. რაც ყველაზე მთავარია, ინვესტიციები, რომლებიც დღეს “ფეხათრევით” ხორციელდება და ინვესტორი ჩვენს რეგიონს ალმაცერად უყურებს, ამ პროექტით ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობები გაიზრდება. თუმცა აუცილებლად უნდა ავითვისოთ საკუთარი რესურსები, რათა მხოლოდ სატრანზიტო ქვეყანა არ ვიყოთ და გატარებული ენერგიის დიდი წილი ჩვენზე მოდიოდეს”, - ამბობს მარგებაძე.

შავი ზღვის ელექტროკაბელმა ერთმანეთთან საქართველოსა და ევროპის ელექტროენერგეტიკული სისტემები უნდა დააკავშიროს. პროექტის განხორციელების შემთხვევაში, 1 195 კილომეტრის სიგრძის კაბელი რუმინეთს დაუკავშირდება, რაც სამხრეთ კავკასიის ქვეყნებსა და რუმინეთს საშუალებას მისცემს, ისარგებლონ გაფართოებული საექსპორტო შესაძლებლობებით. შავი ზღვის ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელის პროექტზე ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების ჩასატარებლად საქართველოს ელექტროსისტემის დაკვეთით კვლევა მაისში დაიწყო და 18 თვეში უნდა დასრულდეს.