მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შეღავათები, რომლებიც შეიძლება ვაქცინირებული მოქალაქეებისთვის დაწესდეს - რაზე მუშაობს მთავრობა?

609e6f4dae2ac
ინგა მურუსიძე
14.05.21 16:46
752
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების საკითხი დამუშავების პროცესშია.

"აქტიურად ვაკვირდებით მსოფლიო გამოცდილებას და აშშ-ში უკვე დაიწყო საუბარი ვაქცინირებული პირებისთვის ნიღბის ტარების მოხსნაზე, ასევე არის საუბარი ღამის საათებში გადაადგილების შედარებით შეზღუდვის შემსუბუქებაზე. საუბარია შეზღუდვის დროის გადაწევაზე - ეს ყველაფერი დამუშავების პროცესშია", - განაცხადა თამარ გაბუნიამ და დასძინა, რომ პირბადის მოხსნის შეზღუდვა საქართველოში ჯერ კიდევ დარჩება, რადგან ეს დამოკიდებულია ვაქცინაციაზე.

ის დღეს ბიზნესის წარმომადგენლებთან იმყოფებოდა შეხვედრაზე, სადაც თქვა, რომ ტურიზმის სექტორიდან უკვე 2000-მა ადამიანმა გამოთქვა აცრის სურვილი.

"ბიზნეს სექტორში პრიორიტეტულია ის ჯგუფები, რომლებსაც უწევთ დახურულ სექტორში მუშაობა და ერთ-ერთ შემდეგ ეტაპზე იქნება ამ ჯგფებში ვაქცინაციის გაფართოება, ასევე ბაზრობებზე, მოლებში დასაქმებულთა ვაქცინაცია და ა.შ. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი მობილიზება გვექნება ვაქცინების. მაის-ივნისში მოსალოდნელია დაახლოებით 300 ათასი ადამიანის საკმარისი ვაქცინების მობილიზება, რაც კარგი რესურსია", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.