მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შეიცვლება თუ არა სავალდებულო ტესტირების წესი ბიზნესისთვის? - გაბუნიას განმარტება

619e22a03d12a
ინგა მურუსიძე
24.11.21 15:42
712

მთავრობის დადგენილებით, სახელმწიფო კერძო სექტორში დასაქმებულთა სავალდებულო ტესტირებას 2022 წლის 1 იანვრამდე დააფინანსებს. რა იქნება შემდგომ და მოუწევს თუ არა შესაბამისი ხარჯების გაღება ბიზნესს, ამის შესახებ ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას განცხადებით, მიდის მუშაობა ახალ მოდელზე, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს სავალდებულო და სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ტესტირების პროგრამა.

„ბიზნეს-გარემოში შეიცვალა ვაქცინირებულებსა და არავაქცინირებულებს შორის თანაფარდობა. ამდენად შეიცვალა, რისკების ხარისხიც. ჩვენ ვმუშაობთ ახალ მოდელზე, როგორ უნდა გაგრძელდეს სავალდებულო და სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ტესტირების პროგრამა. 1-ელი იანვრიდან ალბათ 2 კვირა დაგვჭირდება იმისთვის, რომ მოდელი ჩამოყალიბდეს და გაგაცნობთ“, - განაცხადა გაბუნიამ.

კერძო სექტორს აინტერესებს, შეეხება თუ არა სავალდებულო ტესტირება იმ პირებს, რომლებიც ე.წ მწვანე პასპორტებს ფლობენ.

ამ დროისთვის, სავაჭრო მოლების, ბაზრობების და ფიტნეს ცენტრების წარმომადგენლები 2 კვირაში ერთხელ სავალდებულოდ, უფასოდ იტესტებიან.