მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შეიცვლის თუ არა ელიავას ბაზრობა ადგილს - მერიამ გადაწყვეტილება მიიღო

5e3a706b28efd
ინგა მურუსიძე
05.02.20 11:35
3116
თბილისის მერ კახა კალაძის განცხადებით, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ელიავას ბაზრობა ადგილს არ შეიცვლის, უბრალოდ,  ის გაჯანსაღდება.

როგორც კალაძემ მთავრობის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ურბანული სამსახური დაიწყებს მუშაობას განაშენიანების გენერალურ გეგმაზე, რის მიხედვითაც მოხდება ტერიტორიის განაშენიანება.

„ჩვენ ძალიან ბევრი ვიმუშავეთ თუ როგორ უნდა მოვიქცეთ და რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რომ არსებული პრობლემა იქნას აღმოფხვრილი. მე მგონი, არავის მოგვწონს ელიავას ბაზრობის ფუნქციონირება იმ ფორმით, რა ფორმითაც ხდება დღეს. ეს წარმოადგენს სერიოზულ დისკომფორტს იქ მომუშავე ადამიანებისთვის და ასევე წარმოადგენს დისკომფორტს ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ყოველდღიურად მიდის იქ რაღაცეების შესასყიდად. ჩვენ გვქონდა არაერთი შეხვედრა ელიავას ბაზრობის მეპატრონეებთან და წარვუდგინეთ ჩვენი ხედვა. ბევრი შეხედულება იყო, როგორ უნდა მომხდარიყო ელიავას ბაზრობის განვითარება. მუშაობის შედეგად გადაწყდა, რომ იმ ფორმით დარჩენა მიუღებელია და ვაძლევთ შესაძლებლობას, განაშენიანების რეგულირების გეგმის ფარგლებში, რომელიც უნდა შემუშავდეს და დამტკიცდეს და ამ გეგმით მოხდეს ელიავას ბაზრობის განვითარება. დღეს გვაქვს პრობლემა და ქალაქის განვითარების პარალელურად სავაჭრო ობიექტის არსებობა, რომელიც არანაირ სტანდარტს არ აკმაყოფილებს, ამ ფორმით შენარჩუნება მიუღებელია ყველასთვის“, - განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, ერთი წლის წინ დამტკიცდა ქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა და სწორედ ამ გეგმის მიხედვით აღნიშნულ ზონას შენარჩუნებული აქვს სავაჭრო ზონის სტატუსი.

„ასევე მითითებულია, რომ მისი მოდერნიზება და განვითარება უნდა მოხდეს ერთიანი გეგმარების პირობებში, რაც მოიცავს განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცებას, გზათა ქსელის, კომუნიკაციების, რეკრეაციული სივრცეების და სავაჭრო სივრცეების მოწყობას ერთიანი გეგმარებით. სურათი რაც დღეს გვაქვს, არ და ვერ იქნება. ვიღაცეებმა რომ არ გამოიყენონ ბოროტად ეს საკითხი, გეტყვით, რომ ხელს არავის ვუშლით და საქმიანობას არავის ვუზღუდავთ, ურბანული სამსახური გააკეთებს განაშენიანების გენერალური გეგმის დამუშავებას და მოხდება ტერიტორიის გაჯანსაღება“, - აღნიშნა კალაძემ.