მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კახა კალაძე: ქართველი და უკრაინელი ხალხის მეგობრობას ვერცერთი პოლიტიკოსი ვერ შეცვლის

64a4245d2d882
BM.GE
04.07.23 17:52
479
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის საქართველოსთან მიმართებაში მიღებული გადაწყვეტილება გულდასაწყვეტია.

როგორც მან შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ აღნიშნა, ქართველი და უკრაინელი ხალხი ისტორიულად ყოველთვის გვერდით ედგა ერთმანეთს და ამ მეგობრობას ვერცერთი პოლიტიკოსი ვერ შეცვლის.

„მეგობრობა, სიყვარული, ურთიერთობები ორმხრივია. ცალმხრივი არაფერი ვარგა. გულდასაწყვეტია აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოსთან მიმართებაში, თუმცა ერთი რამ მინდა ვთქვა: თუ გადავხედავთ ისტორიას, ქართველი და უკრაინელი ხალხი ყოველთვის მეგობრობდა, ერთმანეთის გვერდით იდგნენ. რა თქმა უნდა, ამ ურთიერთობას ვერცერთი პოლიტიკოსი ვერ შეცვლის. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ურთიერთობები არსებობდეს.

ჩვენ გადაწყვეტილებებს ემოციებით არ ვიღებთ. ეს ჩანს მთელი იმ პოლიტიკის განმავლობაში, რასაც „ქართული ოცნება“ 2012 წლის შემდეგ აწარმოებს. დღეს პარტიის თავმჯდომარემაც გააკეთა ამასთან დაკავშირებით განცხადება, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ქართველ და უკრაინელ ხალხს შორის ურთიერთობები არსებობდეს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები