მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კახა კალაძე, რომელიც უკრაინამ დაასანქცირა, კიევში უძრავ ქონებას ფლობს

ქართული ოცნება

დღეს ცნობილი გახდა, რომ უკრაინამ სავიზო და ფინანსური სანქციები დაუწესა ქართული ოცნების ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ხელისუფლებასთან დაახლოებულ პირებს. სანქციების სიაში მოხვდა თბილისის მერი და "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი კახა კალაძეც. სხვა პირებისგან განსხვავებით, კახა კალაძე უკრაინაში აქტივები აქვს რეგისტრირებული.

თბილისის მერის ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, ის კიევში ორ ბინას ფლობს:

  • უკრაინა, კიევი, გამარჯვების გამზირი 39, 220 კვ.მ. დეკლარაციის მიხედვით, კალაძემ ბინა 1997 წელს 150000 დოლარად შეიძინა;
  • უკრაინა, კიევი, შევჩენკოს გამზირი 11, 250 კვ.მ. დეკლარაციის მიხედვით კალაძემ ბინა 2005 წელს 700000 დოლარად შეიძინა.

ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, კახა კალაძემ უკრაინაში მიწის რეალიზაციით 600,000 დოლარის შემოსავალი მიიღო, ხოლო მთლიანად აღნიშნული კონტრაქტის საფასური 2,000,000 დოლარს შეადგენდა.

ფინანსური სანქციები უკრაინაში კალაძის აქტივების გაყინვას და ტრანზაქციების შეჩერებას მოიცავს.

უკრაინის მიერ სანქცირებულ პირთა სია:

  1. ბიძინა ივანიშილი
  2. გრიგოლ ლილუაშვილი
  3. კახა კალაძე
  4. მიხეილ ჩინჩალაძე
  5. მამუკა მდინარაძე
  6. ვახტანგ გომელაური
  7. ოთარ ფარცხალაძე-რომანოვი
  8. ირაკლი რუხაძე
  9. ლევან მურუსიძე
  10. ვიქტორ ჯაფარიძე
  11. დიმიტრი სამხარაძე
  12. გოგა ხაინდრავა
  13. ირაკლი კობახიძე
  14. გიორგი კობახიძე
  15. ირაკლი ქარსელაძე
  16. თეა წულუკიანი
  17. შალვა თადუმაძე
  18. კახა ბექაური
  19. ზვიად შალამბერიძე

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები