მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შეიძლება ისეთი სექტორები აღმოვაჩინოთ, რაზეც საერთოდ არ გვიფიქრია - პრემიერი

5eb933ea2da78
ვიქტორია მღებრიშვილი
11.05.20 15:35
1252
შეიძლება ისეთი სექტორები აღმოვაჩინოთ, რაზეც საერთოდ არ გვიფიქრია - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბათუმში, ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრისას კრიზისის შესაძლებლობებად გადაქცევაზე საუბრისას.

პრემიერმა ტურიზმში მოქმედ ბიზნეს-ოპერატორებს იმ პრობლემების დასახელება სთხოვა, რომელიც მათ ამ პროცესში შეიძლება შეექმნათ.

„ეს კრიზისი ჩვენი ქვეყნისთვის უნდა გახდეს შესაძლებლობა. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ამ კრიზისიდან ქართული ეკონომიკა უნდა გამოვიდეს კიდევ უფრო გაძლიერებული და ჩვენ აქ შეიძლება ზრდის და გარღვევების ისეთი სექტორები აღმოვაჩინოთ, რომლებზეც ადრე საერთოდ არ გვიფიქრია და მეორე ტურიზმის გახსნის სტრატეგიამ და ეფექტურობამ, სულ მალე, დაახლოებით, აგვისტოსთვის, საქართველოს საერთაშორისო პოზიციონირებას უნდა დაუმატოს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნიშანი, რომ ეს არის უსაფრთხო ქვეყანა, რომელიც პანდემიას ეფექტურად უმკლავდება, რაც, პირველ რიგში, თქვენი ინტერესია, იმიტომ რომ უფრო მეტი ტურისტები ჩამოვიდნენ და გეყოლებათ მეტი სტუმრები და შესაბამისად, მეტი შემოსავალი.  ეს ყველაფერი როგორ უნდა განვახორციელოთ, აქ რა პრობლემები გაქვთ და მე რითი შემიძლია დაგეხმაროთ, ეს მითხარით“, - განაცხადა პრემიერმა.