მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრემიერმა ჯანდაცვის მინისტრს რესპუბლიკურთან დაკავშირებით ახალი კონცეფციის დროული წარმოდგენა დაავალა

რესპუბლიკურის თანამშრომლები

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მინისტრთან კაბინეტის დღევანდელ სხდომაზე ჯანდაცვის მინისტრს ზურაბ აზარაშვილს მიმართა და რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი კონცეფციის წარმოდგენა უმოკლეს დროში დაავალა.

25 თებერვალს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში რესპუბლიკურის ექიმებთან შეხვედრის შემდეგ მთავრობამ კლინიკის რეორგანიზაციის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე კი ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ეს საუკეთესო გადაწყვეტილება იყო.

„მოგეხსენებათ გუშინ წინ მივიღეთ გადაწყვეტილება რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი შენობისთვის ალტერნატიული პროექტის მომზადების შესახებ, ამასთან საავადმყოფოს რეორგანიზაციის შეწყვეტის გადაწყვეტილებაც მივიღეთ. ეს იყო საუკეთესო გადაწყვეტა, რომელიც მოგვცემს საავადმყოფოს ინფრასტრუქტურის განახლების შესაძლებლობას, მეორე მხრივ საავადმყოფოს პერსონალის ლეგიტიმური ინტერესების დაცვის საშუალებას. მე მინდა ვთხოვო ჯანდაცვის მინისტრს, მოკლე დროში წარმოადგინოს ახალი კონცეფცია, რომელიც საშუალებას მოგცემს წელსვე დავიწყოთ ახალი შენობის მშენებლობა“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ: რესპუბლიკური საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალის ნაწილი მოითხოვდა გაუქმებულიყო ბრძანება რესპუბლიკური საავადმყოფოს რეორგანიზაციის შესახებ. როგორც მედიკოსები განმარტავდნენ, სამთავრობო ბრძანება ნაჩქარევი და დაუსაბუთებელი იყო.

რამდენიმე კვირის განმავლობაში რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმები საპროტესტო აქციებსა და მსვლელობებს მართავდნენ. მიზეზი ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებაა, რომლის თანახმადაც კლინიკის სრული ინფრასტრუქტურა უნდა განახლდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები