01.აპრილი .2020 13:51

შეიქმნება აპლიკაცია, რომელიც კორონავირუსით ინფიცირებულთან სიახლოვეს შეგატყობინებთ

შეიქმნება აპლიკაცია, რომელიც კორონავირუსით ინფიცირებულთან სიახლოვეს შეგატყობინებთ
views 19282
უკან

მთავრობა აპლიკაციის შექმნას გეგმავს, რომელიც მოქალაქეს შეატყობინებს, რომ კორონავირუსით ინფიცირებულთან ახლოს იმყოფება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისი თქმით, მსგავსი აპლიკაცია არაერთ ქვეყანაში დაინერგა, რომელიც კორონავირუსთან ბრძოლის პროცესში მოქალაქეებს შესაბამის გაფრთხილებას აძლევს. 

"მთავრობა მსგავსი მოდელის შექმნაზე უკვე მუშაობს", - თქვა მინისტრის მოადგილემ შესაბამისი კითხვის პასუხად. 

„იგეგმება, რა თქმა უნდა. გვაქვს ავსტრიულ მხარესთან კოორდინაცია ამ მიმართულებით. მათ გაგვიზიარეს თავიანთი მოდელი. ახლა მიმდინარეობს სამუშაო, როგორ მოხდეს ამ მოდელის ადაპტირება და ტექნიკური უზრუნველყოფა, რომ დაინერგოს ჩვენთანაც ეს მოდელი“, - განაცხადა გაბუნიამ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა