მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შემცირებები Uber-ში: კომპანია ასობით თანამშრომელს ათავისუფლებს

5da816270ab09
მიხეილ ხაჩიძე
17.10.19 19:15
1070
ამერიკული კომპანია Uber ასობით სამუშაო ადგილის გაუქმებას აპირებს. კონცერნის ხელმძღვანელის დარა ხოსროვშაჰიის მიერ პერსონალისთვის გაგზავნილ წერილში, რომელიც პორტალ TechCrunch-მა გამოაქვეყნა, ნათქვამია, რომ დაახლოებით 350 სამუშაო ადგილის შემცირება იგეგმება. როგორც ის წერილში აღნიშნავს, მსგავსი დღეები "ყველასთვის რთულია".
 
სამუშაოების შემცირება ყველაზე მეტად კვების პროდუქტების მიწოდების სერვისს - Uber Eats-ს შეეხება, თანამშრომლებს გაათავისუფლებენ ასევე მარკეტინგის განყოფილებიდანაც. შემცირებების სერია ძირითადად აშშ-სა და კანადის ოფისებში იგეგემება.
 
ხარჯების დაზოგვისა და უფრო მომგებიან ეკონომიკურ კურსზე გადასვლის მიზნით, ამერიკულმა კომპანიამ ივლისში უკვე გააუქმა 400 სამუშაო ადგილი.
 
სან-ფრანცისკოში 2011 წელს დაარსებული Uber სწრაფად გაიზარდა. როგორც ცნობილია, კონცერნისთვის ამ ეტაპზე,  22 000-ზე მეტი ადამიანი მუშაობს.