მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შემოსავლების სამსახურმა 1000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი გამოავლინა

6051b384b58c2
ვიქტორია მღებრიშვილი
17.03.21 11:58
574
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 16 მარტს, უწყების საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამეგრელოს, გურიისა და ზემო სვანეთის სამმართველოს და მონიტორინგის სამმართველოს დასავლეთის განყოფილების თანამშრომლებმა 1 000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი გამოავლინეს.

მისივე ცნობით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს საქონელი ჩამოერთვა.

„სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული შესაძლო დანაშაულის ნიშნების არსებობის გამო, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 271-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, საქმის მასალები ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა“, - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში.