20.იანვარი .2020 18:32

შემოსავლების სამსახურმა 8 000 ღერი უაქციზო სიგარეტის ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინა

views 262
უკან

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, სამეგრელოში უაქციზო თამბაქოს ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს დასავლეთის განყოფილების თანამშრომლების მიერ, ქალაქ ზუგდიდში, განხორცილებული ღონისძიებების შედეგად, უაქციზო სიგარეტის (8 000 ღერი) ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა.

როგორც bm.ge-ის ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს ჩამოერთვა საქონელი.

აღსანიშნავია, რომ საქმის მასალები, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 241-ე მუხლის შესაბამისად, ქვემდებარეობით შესაბამის სასამართლოს გადაეგზავნა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა