მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

6 თვეში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 88 ფაქტი გამოვლინდა -შემოსავლების სამსახური

64beb57b12621
BM.GE
24.07.23 21:42
410
6 თვეში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 88 ფაქტი გამოვლინდა - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს. 

მათივე ცნობით, სამართალდამრღვევ პირებს ჩამოერთვათ სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი საქონელი და მოხდა მისი მოქცევა სახელმწიფო საკუთრებაში.

"მიმდინარე წლის იანვარი-ივნისის თვეების მონაცემებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სასაქონლო ზედნადებების კონტროლის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით გატარებული ღონისძიებების შედეგად, 399 კუბურ მეტრამდე ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების 88 ფაქტი გამოავლინეს", - ნათქვამია ინფორმაციაში. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები